Baby Bag

„გაზაფხულის მოსვლასთან ერთად გრიპის ვირუსი და მათ შორის კორონა ვირუსიც ნელ-ნელა გადაივლის'' - თემურ მიქელაძე

„გაზაფხულის მოსვლასთან ერთად გრიპის ვირუსი და მათ შორის კორონა ვირუსიც ნელ-ნელა გადაივლის'' - თემურ მიქელაძე

პედიატრი თემურ მიქელაძე კორონავირუსთან დაკავშირებით პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

შევეცდები არ გადაგღალოთ!!!

კორონა ვირუსის (COVID19) გავრცელების, გამოჯანმრთელების და სიკვდილიანობის სტატისტიკური მონაცემების შესახებ შეიძლება იხილოთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის(www.ncdc.ge) და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ვებგევრდზე (www.who.int).

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

  • არ აყვეთ პანიკას! ერთ პაციენტთან დადასტურებული და ისიც მსუბუქი შემთხვევა არ იძლევა გავრცელების მაღალი რისკის საშუალებას. 80%-ზე მეტ შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობს მსუბუქი ან საშუალო სიძმიმით. 15-წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება დაინფიცირების ერთეული შემთხვევები.
  • დაიცავით ჰიგიენური ნორმები და ცხოვრების ჯანსაღი წესი, ისეთივე როგორც გრიპის და სხვა ვირუსული ინფექციების შემთხვევაში.
  • დროებით თავი შეიკავეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, დახურული სივრცეებისა და გასართობი ცენტრებისგან, რადგანაც ჯერ კიდევ ცირკულირებს გრიპის ვირუსიც.
  • პანიკის საფუძველი არ არსებობს. არ არის აუცილებელი საკვები პროდუქტების, განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების მარაგი, რომელიც შეიძლება იყოს კვებითი ინტოქსიკაციის და ნაწლავური ინფექციების წყარო.
გაზაფხულის მოსვლასთან ერთად გრიპის ვირუსი და მათ შორის კორონა ვირუსიც (COVID19) ნელ-ნელა გადაივლის.
წყარო: www.ncdc.ge www.who.int www.uptodate.com



სოლიდარობა ექიმებს, განსაკუთრებით ინფექციონისტებს და საზღვრის დაცვის თანამშრომლებს!
შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა," - აღნიშნავს თემურ მიქელაძე. 

შეიძლება დაინტერესდეთ

ამ ეტაპზე ქვეყნის ფართომასშტაბიანი ჩაკეტვა არ იგეგმება

ამ ეტაპზე ქვეყნის ფართომასშტაბიანი ჩაკეტვა არ იგეგმება

„ამ ეტაპზე ​ნამდვილად არ იგეგმება ფართო ლოკდაუნი“, - ასე უპასუხა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტის კითხვას, - იგეგმება თუ არა სააღდგომოდ ქვეყნის ჩაკეტვა?

მინისტრის მოადგილის თქმით,  ყველაფერი კეთდება, რომ ადგილობრივი მატების ლოკალიზება მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს. ამასთან თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდემიოლოგიური სურათი ნამდვილად საყურადღებოა:

„ნამდვილად საყურადღებოა ეპიდემიოლოგიური სურათი. შემთხვევების მატება აღინიშნება კონკრეტულ რეგიონებსა და კონკრეტულ დასახლებულ უბნებში. დღეს ჩვენთვის მთავარი არის ადგილზე ეპიდემიის გავრცელების ლოკალიზაცია. ამისი მექანიზმი არის ინტენსიური ტესტირება, ასევე ნიღბებისა და ყველა იმ წესების გამოყენება, რაც ვიცით, რომ უნდა დავიცვათ. ამ ეტაპზე, ჩვენ ვცდილობთ ლოკალიზაცია მოხდეს ამ გზებით. შემდეგ როგორც განვითარდება სიტუაცია, ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ესკალაციის შესაძლებლობა ეპიდემიას რომ მივცეთ, არის სრულიად დაუშვებელი.

ამ ეტაპზე ნამდვილად არ იგეგმება ფართო ლოკდაუნი, უფრო მეტიც,  ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ  მაქსიმალურად სწარაფად მოხდეს ადგილობრივი მატების ლოკალიზება, რადგან ყველას გვესმის, რომ ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ქვეყანა სოციალური და ბიზნესაქტივობების მიზნებისთვის უკვე ძალიან რთულად გადაიტანს. მნიშვნელოვანია, მცირე ანუ ადგილობრივი წერტილოვანი რეაგირება ძალიან სწრაფად, ეს არის ის, რაც ამ პროცესში კეთდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წაიკითხეთ სრულად