Baby Bag

​ხშირად და ხანგრძლივად მოავადე ბავშვების პროფილაქტიკა და მკურნალობა ნატურალური (მცენარეული) საშუალებებით

​ხშირად და ხანგრძლივად მოავადე ბავშვების პროფილაქტიკა და მკურნალობა ნატურალური (მცენარეული) საშუალებებით

ხშირად და ხანგრძლივად მოავადე ბავშვების პროფილაქტიკა და მკურნალობა ნატურალური (მცენარეული) საშუალებებით - აღნიშნულ თემაზე გთავაზობთ ინტერვიუს პედიატრთან.

- რას ნიშნავს ცნება „ხშირად მოავადე ბავშვი“? კონკრეტულად რა დიაგნოზია უფრო ხშირი ბავშვების ასეთ ჯგუფში და რა არის ძირითადი გამომწვევი მიზეზი?

- პაციენტი, როგორც წესი, ხვდება ხშირად მოავადე ბავშვების ჯგუფში, თუ ის ავადობს 1-2 თვეში ერთხელ ან უფრო ხშირად და ამ სიხშირით ხვდება ექიმთან ვიზიტზე. ძირითადად, ეს ხდება რესპირაციული სისტემის ანთებითი დაავადებების მიზეზით და შესაბამისად, დიაგნოზიც უფრო ხშირად არის ლარინგიტი, სინუსიტები, ფარინგიტი, ბრონქიტი და ხანდახან პნევმონიაც კი. თითქმის 80% შემთხვევებში, განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, რესპირაციული სისტემის ანთებითი პროცესების გამომწვევი არის რაიმე ტიპის ვირუსი, ანუ პაციენტები მოგვმართავენ რესპირაციული ვირუსული ინფექციებით, რაც ხშირად მოავადე ბავშვებში ადვილად შეიძლება გართულდეს ბრონქიტით და პნევმონიით.

- რამდენად აქტუალურია ხშირად მოავადე ბავშვების პროფილაქტიკისა და მკურნალობის საკითხი საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში?

- საკითხი მთელ მსოფლიოში აქტუალურია, თუმცა განსაკუთრებით მწვავედ დგას პოსტსაბჭოთა სივრცეში და მათ შორის, საქართველოშიც. ზოგადად, ხშირად მოავადე ბავშვების პროფილაქტიკისა და მკურნალობის პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია თანამედროვე პედიატრიაში. ხშირი, ხანგრძლივი და მძიმე რესპირაციული ინფექციები იწვევს იმუნური აქტივობის დათრგუნვას და ხელს უწყობს სასუნთქ სისტემაში ქრონიკული ანთებითი პროცესების ფორმირებას. გარდა ამისა, ხშირად მოავადე ბავშვები ხშირ შემთხვევაში ჩამორჩებიან ფიზიკური და ნეიროფსიქიკური განვითარების მხრივაც, განიცდიან სოციალურ დეზაპტაციას...

- რა არის შეცდომა და როგორია სწორი გადაწყვეტილება მკურნალობის მიმართულებით?

- ძალიან ხშირად ხდება, რომ დაავადების საწყის ეტაპზევე იწყება ანტიბიოტიკების გამოყენება, რაც დიდი შეცდომაა, რადგან ანტიბიოტიკები არ ანეიტრალებს ვირუსებს, მეტიც, საერთოდ არ მოქმედებს ვირუსებზე. ანტიბიოტიკის ჩართვა მკურნალობის სქემაში უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რესპირაციული ვირუსული ინფექცია რთულდება მეორადი ბაქტერიული ინფექციით - რაც არც ისე იშვიათია ხშირად მოავადე ბავშვებში, რადგან მათ, როგორც წესი, დაქვეითებული აქვთ იმუნიტეტი და მათი ორგანიზმი შესაძლოა, ადვილად ვერ გაუმკლავდეს ვირუსულ ინფექციას. მაგრამ თუ ჩვენ მკურნალობას ვიწყებთ პირდაპირ ანტიბიოტიკებით მაშინ, როდესაც ორგანიზმში აქტიურია ვირუსული გამომწვევი - ეს დაუშვებელია, რადგან ამ დროს, რეალურად ვირუსს კი არ ვებრძვით, არამედ ანტიბიოტიკებით ვაზიანებთ ორგანიზმის საკუთარ - მეგობრულ მიკროფლორას, რითაც კიდევ უფრო ვაქვეითებთ იმუნური სისტემის ბრძოლისუნარიანობას, ამასთან, ვირუსი, რომელზეც ანტიბიოტიკი არ მოქმედებს, აგრძელებს ორგანიზმში გამრავლებას და სასუნთქი სისტემის დაზიანებას.

სწორი გადაწყვეტილება კი ამ დროს, გარდა ზოგადთერაპიული მიდგომებისა, როგორიცაა - დიდი რაოდენობით სითხე, ვიტამინებით მდიდარი, ბალანსირებული კვება, საცხოვრებელი სივრცის ხშირი განიავება, ტემპერატურის კონტროლი და სხვა, არის მაქსიმალურად უსაფრთხო და ნატურალური პრეპარატებით იმუნიტეტის ამაღლება და ვირუსთან ბრძოლა. არსებობს უსაფრთხო - ევროსტანდარტებით წარმოებული იმუნომოდულატორები და ანტივირუსული საშუალებები, რომლებითაც შეგვიძლია, მოვერიოთ ვირუსულ ინფექციას ისე, რომ მდგომარეობა არ გართულდეს და ანტიბიოტიკის გამოყენება საერთოდ არ დაგვჭირდეს. თუნდაც იგივე ორსპირალური რიბონუკლინის მჟავა ლარიფანი, რომელიც იდეალური კომბინაციაა იმუნომოდულაციისა და ანტივირუსული ეფექტისა, ძალიან ხშირად არის ეფექტური გადაწყვეტილება.

რაც დრო გადის, მსოფლიო მასშტაბით, სულ უფრო და უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ნატურალურ საშუალებებს - მაღალხარისხიანი მწარმოებლების მიერ მოწოდებულ მცენარეული შემადგენლობის საკვებ დანამატებს, რომლებიც პრეპარატებიც კი არ არის, მაგრამ არანაკლებ ეფექტიანია და ამასთან, უსაფრთხოების უმაღლესი ხარისხი აქვთ.

- ხომ არ გვირჩევთ კონკრეტულად რომელიმე უსფრთხო საშუალებას, რომელსაც თქვენ ენდობით?

- ასეთი მცენარეული, ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტიანი საშუალება ძალიან ბევრია. მაგალითად არის ასეთი - სინუნორმის ოჯახი - თვითონ ასე მოიხსენიებენ მწარმოებლები, ეფექტური და უსაფრთხო ევროპული ბრენდები.

სინუნორმ B ხველისა და გაციების ბალზამი - სრულიად ნატურალური, არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, ბაზად გამოყენებული აქვს კომშის ხილის წვენი, შემადგენლობაში შედის ანწლის, ფიჭვის ქერქის, გვირილის, ალთეს, სუროს და მრავალძარღვას ექსტრაქტები. გარდა იმისა, რომ ძალიან კარგი საშუალებაა ხველის პრობლემის მოსაგვარებლად, მათ შორის, კომბინირებული ხველის დროს, ძალიან კარგად აღადგენს და აძლიერებს იმუნიტეტს, მოქმედებს, როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, ხსნის სპაზმს, აძლიერებს ოქსიგენაციას, აქვს დამამშვიდებელი მოქმედება. გამოყენება შეგვიძლია 2-3 წლის ასაკიდან ყველგან, სადაც არ არის დადასტურებული ალერგია რომელიმე კომპონენტზე.

არის ასეთი სინურინის ცხვირის წვეთები, რომელში სულ სამი კომპონენტია ეთერზეთების სახით - ზეითუნის, ევკალიპტის და ჩაის ხის ზეთის ეთერზეთები - ძალიან კარგი საშუალებაა ცხვირით სუნთქვის გაძნელების, ცხვირის ლორწოვანის გამოშრობის და ანთების დროს, გაციების, გრიპის საწყის ეტაპზე. 1 წლის ასაკიდან ვიყენებთ 1-2 წვეთის ოდენობით თითეულ ნესტოში. ძალიან კარგად მოქმედებს ინჰალაციის სახით, ოღონდ არა ნებულაიზერის გამოყენებით - 60 გრადუსამდე ვაცხელებთ 100 მლ. წყალს და 5-6 წვეთს ვაწვეთებთ წყალში, ორთქლს კი ვასუნთქებთ პატარა პაციენტს - ძალიან კარგად ამშვიდებს ლორწოვან გარსს, აქრობს ანთებას, აღადგენს სუნთქვას და აძლიერებს ბუნებრივ იმუნიტეტს.

ძალიან ეფექტიანი საშუალებაა სინუნორმ დუოს მცენარეული კაფსულები - 10-12 წლის ასაკიდან, რომლის შემადგენლობაშიც შედის ანწლის ყვავილების და ნაყოფის ფურისულას, სვიას, ბეგქონდარას, აცეროლას, ფიჭვის ქერქის ექსტრაქტები და თუთია. ეს არის ეფექტიანი საშუალება სინუსიტების და არა მხოლოდ სინუსიტების, არამედ ზოგადად რესპირაციული ინფექციების დროს - ანეიტრალებს სიმპტომებს, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, აძლიერებს იმუნიტეტს, ამცირებს შეშუპებას, აუმჯობესებს ოქსიგენაციას, არის ბუნებრივი ანტიბიოტიკი. 10-12 წლის ბავშვებში საჭიროა 1 კაფსულა დღეში.

ეს ბუნებრივი საშუალებები იწარმოება ევროპაში, (ლატვიაში) ევროსტანდარტებით, GMP სტანდარტით, ინოვაციური ტექნოლოგიებით, რაც განაპირობებს მაღალ ეფექტუიანობას და უსაფრთხოებას.

არის კიდევ უამრავი მსგავსი საშუალება, რომელთა გამოყენებაც შეგვიძლია ნაცვლად ქიმიური, გვერდითი მოვლენების მქონე, ძლიერი პრეპარატებისა და ძალიან ხშირად ისინი გვაძლევს ძალიან კარგ ეფექტს გვერდითი მოვლენების და გართულებების გარეშე.

R

შეიძლება დაინტერესდეთ

გაციების შემთხვევაში ბავშვებს არ მისცეთ ეს მედიკამენტი! - გიორგი ღოღობერიძე მშობლებს აფრთხილებს

გაციების შემთხვევაში ბავშვებს არ მისცეთ ეს მედიკამენტი! - გიორგი ღოღობერიძე მშობლებს აფრთხილებს

,,თუ ბავშვს აქვს გრიპის, ზოგადად გაციების, სურდოს, მაღალი ტემპერატურის შემთხვევები და ამ მედიკამენტს მისცემ, შეიძლება სერიოზულად დააზარალო. ეს არის ნოლ გრიპ ჯუნიორი. მედიკამენტი არის ინდური და ის საქართველოს ბაზარზე მაქსიმალურად შეიზღუდა, რადგან მისი გამოყენება ბავშვების შემთხვევაში ფატალურადაც შეიძლება დასრულდეს. მისი მიღების შემთხვევაში თავიდან ბავშვს დაეწყება გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, შემდეგ კუჭ-ნაწლავის სიმპტომატიკასთან ერთად თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩივილები, რამდენიმე დღის შემდეგ კი ნევროლოგიური ნიშნები, საბოლოო ჯამში კი კომატოზური მდგომაროებაც კი,'' - აღნიშულის შესახებ ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს. 

დეტალები ნახეთ ვიდეოში

წაიკითხეთ სრულად