Baby Bag

როგორ გავუხეხოთ პატარებს კბილები? - ვიდეო

როგორ გავუხეხოთ პატარებს კბილები? - ვიდეო

ბავშვის პირის ღრუს მოვლაზე ზრუნვა ჩვილობის ასაკიდანვე უნდა დაიწყოთ. ვიდეორგოლში გთავაზობთ საინტერესო და პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ უნდა მოუაროთ პატარების კბილებს, როგორ უნდა დაიცვათ ბავშვები კარიესის განვითარებისგან და როგორ მიაჩვიოთ ისინი ჰიგიენის წესების სრულფასოვნად დაცვას.

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„ღამის ენურეზი, შესაძლოა, ინფექციით იყოს პროვოცირებული. არის რამდენიმე მარტივი კვლევა,“- უროლოგი ზაზა ჭანტურაია

„ღამის ენურეზი, შესაძლოა, ინფექციით იყოს პროვოცირებული. არის რამდენიმე მარტივი კვლევა,“- უროლოგი ზაზა ჭანტურაია

უროლოგმა ზაზა ჭანტურაიამ ბავშვებში ღამის ენურეზის პრობლემაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რამდენად ხშირად გვხვდება ენურეზი ღამის განმავლობაში:

„მარტივი შეკითხვა გვაქვს მშობელთან: ეს ერთხელ ხდება თუ რამდენჯერმე ღამის განმავლობაში? ტიპური, მონოსიმპტომური ღამის ენურეზია მხოლოდ ერთხელ. თუ ენურეზი არის ღამეში რამდენჯერმე, ეს ნიშნავს, რომ ბუშტის ტევადობა ძალიან პატარაა ან მართლა ძალიან დიდი რაოდენობით შარდს გამოჰყოფს ბავშვი. ძალიან იშვიათად, ​თუ ბავშვს აქვს უშაქრო დიაბეტი, შეიძლება ეს გამოვლინდეს.

ზაზა ჭანტურაიამ იმ კვლევების შესახებ ისაუბრა, რომელიც ღამის ენურეზის პრობლემის არსებობისას ბავშვებს უტარდებათ:

„არის რამდენიმე მარტივი კვლევა. ეს არის შარდის საერთო ანალიზი, რომ ინფექცია გამოირიცხოს, რადგან შეიძლება ეს ინფექციით იყოს პროვოცირებული. მეორე არის მოშარდვის დღიური, რაც ძალიან სასაცილო რამეა. მშობელს ვთხოვთ, რომ სამი დღე-ღამის განმავლობაში ჩაინიშნოს ბავშვმა რომელ საათზე რამდენი მილილიტრი მოშარდა. ამით ვადგენთ, შარდის გამოყოფა მისაღებია თუ არა. შესაძლოა, ეს იყოს დიეტური. ბავშვი, შესაძლოა, ისეთ მარილიან საკვებს მიირთმევდეს, რომ მერე ბევრ წყალს იღებდეს. წვენი დიდი რაოდენობით ელექტროლიტს შეიცავს. ბავშვს იმდენი ელექტროლიტი აქვს მიღებული, რომ იმის გამოყოფას თირკმელი ვერ აუდის და მთელი ღამე ჭარბად გამოდის შარდი.“

„თუ ბავშვი მოტივირებული არ არის, ძალიან რთულია ასეთი ბავშვის მენეჯმენტი. ვიღაც 10 წლის არის და სულ არ ადარდებს ეს ამბავი. ​თუ ბავშვმა არ მოინდომა, წამალი არ არსებობს, სამწუხაროდ. ყაბზობა ერთ-ერთი ხელშემწყობია და მისი პროფილაქტიკა აუცილებლად საჭიროა, პედიატრთანაც ვუშვებთ ბავშვს. უბრალოდ გადაყენებას აზრი არ აქვს მკურნალობის მხრივ. არის მეთოდი, რომ ბავშვმა ისწავლოს გაღვიძება. ეს საკმაოდ რთულია, თუმცა მიღებული სამკურნალო მეთოდია,“ - აღნიშნულ საკითხზე ზაზა ჭანტურაიამ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შუადღე GDS“ ისაუბრა.

წყარო:​ „შუადღე GDS“

წაიკითხეთ სრულად