ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი საზოგადოებას პირბადეების დანიშნულების შესახებ საინტერესო ცნობებს აწვდის და აცხადებს, რომ ნიღაბს ჯანმრთელი ადამიანის ვირუსისგან დაცვა არ შეუძლია. მისი თქმით, ნიღაბი დაავადებულმა ადამიანმა უნდა ატაროს, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები უკვე აღენიშნება, რათა ვირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.
,,ასტრაზენეკას'' გავიკეთებდი კი არა კარაქიან პურზე გადასმულ დარიშხანს შევჭამდი'' - ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციის შესახებ კოვიდგადატანილი ადამიანის დამოკიდებულებას გვიზიარებს
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოცილიალურ ქსელში ვაქცინაციის შესახებ კოვიდგადატანილი ადამიანის დამოკიდებულებას გვიზიარებს და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს ვაქცინაციისკენ:
,,მეგობარმა, რომელმაც კოვიდი რამდენიმე თვის წინ გადაიტანა, ძალიან ლაკონურად ჩამოაყალიბა ვაქცინაციის რაობა და მისი სურვილი გაიკეთოს აცრა, რადგან ის კოშმარი მის ცხოვრებაში კიდევ არ განმეორდეს!
,,ასტრაზენეკას'' გავიკეთებდი კი არა კარაქიან პურზე გადასმულ დარიშხანს შევჭამდი ეგ რო არ განმიმეორდეს ..მეხუთე თვე დასრულდა და ბლოკნოტს ვერ ვიშორებ და საუბრისას სიტყვები მავიწყდება"