Baby Bag

„ნიღაბი ჯანმრთელ ადამიანს ვირუსისგან ვერ დაიცავს“ - ევგენი კომაროვსკი

ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი საზოგადოებას პირბადეების დანიშნულების შესახებ საინტერესო ცნობებს აწვდის და აცხადებს, რომ ნიღაბს ჯანმრთელი ადამიანის ვირუსისგან დაცვა არ შეუძლია. მისი თქმით, ნიღაბი დაავადებულმა ადამიანმა უნდა ატაროს, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები უკვე აღენიშნება, რათა ვირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდ​ნე დედები

ნიღაბთან დაკავშირებით უამრავი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება - ​როგორ გავიკეთოთ ნიღაბი სწორად?
​როგორ გავიკეთოთ ნიღაბი სწორად, რომ ვირუსებისგან ვიყოთ დაცულები - აღნიშნულ თემაზე ექთანი თამარ დაუსი საუბრობს.  არ დაგავიწყდეთ !!!Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყვ...
​„შეწყვიტეთ ნიღბების შეძენა!“ - ამერიკის მთავარი ქირურგის მოწოდება
კორონავირუსის გავრცელების ფონზე ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი ქირურგი მოსახლეობას მიმართავს და საზოგადოებას ურჩევს, რომ სამედიცინო ნიღბების შეძენა შეწყვიტოს.ექიმმა ჯერომ ადამსმა სოციალურ ქსელში...
ეს შეიძლება მოხრჩობის რისკის შემცველი აღმოჩნდეს - რეკომენდებულია თუ არა მცირე ასაკის ბავშვ...
რეკომენდებულია თუ არა მცირე ასაკის ბავშვებისთვის პირბადის გამოყენება? - აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:„აშშ დაავადებ...
დაჯარიმდებიან თუ არა პირბადის წესის დარღვევის გამო მოსწავლეები?
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ პირბადის წესის დარღვევის გამო 16 წლამდე ასაკის პირები არ დაჯარიმდებიან.ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატმა რეზო არველაძემ დასვა საკითხი, შ...
,,გამოცდის ჩატარება ნიღაბში კლინიკურ-ჰუმანური თვალსაზრისით მიუღებელია...ნიღაბმა შეიძლება გ...
ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ექი­მი ზუ­რაბ გუ­რუ­ლი თვლის, რომ ერ­თი­ანი ეროვ­ნული გამოცდის ჩატარება ნიღაბში შესაძლოა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით გამართლებული იყოს, მაგრამ კლინიკურ-ჰუმანური...
6 წლამდე ასაკის ბავშვებს პირბადის ტარება არ მოუწევთ
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა ის დახურული სივრცეები, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო იქნება, დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კანონით გათვალისწინებული ჯარიმები და...

შეიძლება დაინტერესდეთ

„დილით ბავშვი რომ ადგება, ის კი არა, რომ ჩქარა ჩავაცვათ, პატარა ფიზკულტურა გავაკეთოთ. ვარჯიში და გაკაჟება ნუ დაგვავიწყდება,“ - ყარამან ფაღავა

პედიატრმა ყარამან ფაღავამ 1-6 წლამდე ბავშვზე ზრუნვისა და მისი აღზრდის წესების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მშობელმა ამ ასაკში ბავშვს წესიერება და სისუფთავე უნდა ასწავლოს:

„ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ერთი წლიდან ექვს წლამდე, სკოლამდელი ასაკის პერიოდი.​ აქ ყალიბდება პიროვნების საფუძვლები. იქ სხვადასხვა მომენტებია, მაგ. წესიერება, სისუფთავე და სისალუქე. ნამეტანს ნუ მოვთხოვთ ბავშვს, რომ ბავშვი ძალიან სუფთა იყოს. ტალახი ბავშვისთვის რომანტიკაა. წესიერება კი ბავშვს უნდა შევაჩვიოთ. კი ისიც რომანტიკაა, რომ სათამაშოები მოფანტულია, მაგრამ მაინც უნდა მივაჩვიოთ, რომ დღის ბოლოს სათამაშოები ლამაზად დააწყოს. ეს იქნება წესრიგის შესწავლა და სილამაზის აღქმის განვითარება. დაწყობილ ნივთებს თავისი ესთეტიკური მნიშვნელობა აქვს.“

ყარამან ფაღავამ აღნიშნა, რომ ბავშვს დამოუკიდებლად ჩაცმა თანდათანობით უნდა ვასწავლოთ და მას იმაზე მეტი არ მოვთხოვოთ, ვიდრე შეუძლია:

„დამოუკიდებლად ჩაცმა ბავშვისთვის ამოცანაა. ერთი წლის ბავშვს ნუ ვაიძულებთ, რომ თასმები შეიკრას. თანდათანობით უნდა მივაჩვიოთ ამას. ​ყოველი ქმედება ხელს უწყობს ტვინის განვითარებას. პამპერსის გამოყენება ძალიან დიდხანს არ გვინდა, განსაკუთრებით ბიჭებისთვის. ბიჭის სასქესო ორგანოს განვითარებისთვის გრილი გარემოა უკეთესი, ზედმეტი ჩათბუნება არ ვარგა. ამიტომ სჯობს, რომ რაც შეიძლება ადრე გადავაჩვიოთ საბავშვო საფენებს.“

ყარამან ფაღავას თქმით, მშობლები ბავშვის კვებას ხშირად არასწორად უდგებიან. ისინი მეტისმეტად ბევრ საჭმელს სთავაზობენ შვილებს, რაც მათ ჭარბი წონის პრობლემის წინაშე აყენებს:

„სწორი კვება საოცრად მნიშვნელოვანი ამბავია. ძალიან ხშირად მაინც საჭმლის კულტია. ჩვენ უფროსები ვიკლებთ, ბავშვს ვაჭმევთ და ვაჭმევთ. გვიხარია, რომ ბავშვი მსუქანია. უახლესი მონაცემებით, ​2-3 წლის ასაკში, თუ ბავშვი გასუქებულია, მომავალში მეტი რისკია ათეროსკლეროზის განვითარებისა და სიმსუქნის. ზომიერება აუცილებელია. ტკბილეული, კრემიანი ნამცხვარი, შოკოლადი არ გვჭირდება. შოკოლადი ალპინისტის საჭმელია, თორემ ბავშვს რად უნდა შოკოლადი?!“

„ვარჯიში და გაკაჟება ნუ დაგვავიწყდება. დილით ბავშვი რომ ადგება, ის კი არა, რომ ჩქარა ჩავაცვათ, პატარა ფიზკულტურა გავაკეთოთ. თუ დილით არ გამოდის, საღამოთი შეგვიძლია. გაასეირნეთ, გაესაუბრეთ. თავისუფალი დრო სწორად უნდა გამოიყენოთ. ​თავისუფალი დრო კარგია, მაგრამ თავისუფალი დრო არ ნიშნავს უსაქმურობას. ბავშვი რაღაცას სულ უნდა აკეთებდეს, რაღაცას უნდა აშენებდეს, რაღაცას უნდა ხატავდეს. ის მშობელსაც უნდა ეხმარებოდეს,“ - აღნიშნულ საკითხზე ყარამან ფაღავამ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ „პულსი“

წაიკითხეთ სრულად