ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი საზოგადოებას პირბადეების დანიშნულების შესახებ საინტერესო ცნობებს აწვდის და აცხადებს, რომ ნიღაბს ჯანმრთელი ადამიანის ვირუსისგან დაცვა არ შეუძლია. მისი თქმით, ნიღაბი დაავადებულმა ადამიანმა უნდა ატაროს, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები უკვე აღენიშნება, რათა ვირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.
ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული 5 მცირეწლოვანი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა
,,ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მოთავსებული 5 მცირეწლოვანის მდგომარეობა საყურადღებოა,'' - ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტმა ნინო ალხაზიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა დღეს არ გამოვლენილა.
„ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში მკურნალობს 55 პაციენტი, აქედან 13 არის კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა. ჩვენს კლინიკაში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. ამ 13 პაციენტიდან 5-თან არის პნევმონია, ანუ შედარებით საყურადღებო პაციენტები არიან, მაგრამ 1 განსაკუთრებით საყურადღებო და მძიმეა. ამ ეტაპზე კლინიკაში მოთავსებულია 5 მცირეწლოვანი პაციენტი და მათი მდგომარეობაც საყურადღებოა,“ - დასძინა ნინო ალხაზიშვილმა.
უახლესი ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 214, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 50, გარდაცვლილი- 3, კარანტინის რეჟიმში - 4722, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 408.