Baby Bag

„10-დან 6 საათამდე არ არის სასურველი ბავშვების გარეთ გაყვანა“

რას ნიშნავს უსაფრთხო ზაფხული ბავშვებისთვის? - აღნიშნულ თემებზე პედიატრი ეკა უბერი საუბრობს. 

მისი თქმით, 10-დან 6 საათამდე არ არის სასურველი ბავშვების გარეთ გაყვანა:

„10-იდან 6 საათამდე არ არის სასურველი ბავშვების გარეთ გაყვანა - ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია. განსაკუთრებით 2 წლამდე ბავშვებში არის სიფრთხილე საჭირო, რადგან დადგენილია, რომ მათთან კანის ავთვისებიანი დაავადებების განვითარების რისკი 1\200 არის. თუ აუცილებლობა არ არის 10-დან 6-მდე არ გაიყვანოთ პატარები გარეთ და თუ ბავშვის გაყვანა მაინც გიწევთ, აუცილებლად კანის დამცავია საჭირო. ასევე, სასურველია, ბავშვს ღია ფერის და გრილი ტანსაცმელი ეცვას...“ - აღნიშნავს პედიატრი.

 

„მზის გულზე ხანგრძლივად, 5-6 საათით ყოფნა გადახურებას და მზის დაკვრას იწვევს, ხშირია გონებ...
​დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ზაფხულის აქტუალური პრობლემის, კანის დამწვრობის შესახებ ისაუბრა:„წელს ლეღვის ნახარშით დამწვრობის მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსი...
როგორ უნდა შევარჩიოთ ჩვილისთვის მზისგან დამცავი და რა ასაკიდან შეიძლება გამოვიყენოთ? - თემ...
​როგორ უნდა შევარჩიოთ ჩვილისთვის მზისგან დამცავი და რა ასაკიდან შეიძლება გამოვიყენოთ? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია ესაუბრა.- როგორ აისახება ბავშვის კანზე მზეზე დიდხანს ყოფნა...

შეიძლება დაინტერესდეთ

„რაც გინდა ალერგია ჰქონდეს ბავშვს, ახალ წელს გოზინაყი უნდა მიირთვას,“ - პედიატრი ყარამან ფაღავა

„რაც გინდა ალერგია ჰქონდეს ბავშვს, ახალ წელს გოზინაყი უნდა მიირთვას,“ - პედიატრი ყარამან ფაღავა

პედიატრმა ყარამან ფაღავამ დღესასწაულის დღეებში ბავშვის კვების რაციონში ზომიერების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„დღესასწაულის პერიოდში, რა დასამალია, რომ ძალიან ბევრს მივირთმევთ ხოლმე, განსაკუთრებით ცხოველურ ცილას. მე კი ვამბობ, რაც გინდა ალერგია ჰქონდეს ბავშვს, ახალ წელს გოზინაყი უნდა მიირთვას. აღდგომის დღეებში კი წითელი კვერცხი უნდა მიიღოს. ერთი კი არის, რომ ზომიერებაა საჭირო. ნამეტანი ნუ იქნება.“

ყარამან ფაღავას თქმით, ოპტიმალურია დღეში ხუთჯერადი კვება:

„ოპტიმალურად მიმაჩნია ხუთჯერადი კვება. ამათში სამი კვება უნდა იყოს ძირითად იჯრა და ორი უნდა იყოს წახემსება. რაც შეეხება ცილას, დაახლოებით ერთი კვება ფაფა, ერთი კვება ბოსტნეულის წვნიანი, პიურე, მცირე რაოდენობით ხორცით. საღამოს ან დილით მაწონი, ცოტა ხაჭო შეიძლება, ჩაი, პური, კარაქი, ერთი კვება ან წახემსება იქნება, ან დედის თვითშემოქმედება, ხან რა, ხან რა, ხან გოგრა, ხან ვაშლი.“

„მე ხშირად ვამბობ, გარკვეული თავისუფლება, მცირე დევიაციის უფლება უნდა მივცეთ მშობელსაც, ბავშვსაც და ყველასაც,“ - აღნიშნულ საკითხზე ყარამან ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად