Baby Bag

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი თითის, ენის, მუშტის წოვას და რა გავითვალისწინოთ მაწოვარასთან დაკავშირებით

დღეს კვირაა და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ორთოდონტის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ექიმ ორთოდონტი ლელა შამათავა საუბრობს ისეთ მავნე ჩვევებზე, როგორებიცაა თითის, ენის და სხვადასხვა საგნის წოვა.

თითქმის ყველა ახალშობილს, განსაკუთრებით კი ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვს, აღენიშნება არაკვებითი წოვის ჩვევა,  ანუ -  წოვენ ცერა თითს, საჩვენებელ თითს, მუშტს, ენას და სხვა საგნებს... ეს შეიძლება გაგრძელდეს 6 თვიდან 2 წლამდე ან უფრო დიდხანს... რაც უფრო დიდია ბავშვი, მით უფრო რთულია ამ ჩვევის აღმოფხვრა. 

ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები ვერ იკმაყოფილებენ წოვით რეფლექსს, ამიტომ კარგია მაწოვარას შეთავაზება, რომ შეძლონ წოვითი რეფლექსის დაკმაყოფილება. ასევე მაწოვარა უზრუნველყოფს ყბა-კბილთა სისტემის სრულფასოვან განვითარებას.

თუმცა, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ:

  • ბავშვს მაწოვარა შესთავაზეთ ჭამის შემდეგ რამდენიმე წუთით 
  • მაწოვარა მიეცით ჩაძინების პროცესში, ღრმა ძილის დროს აუცილებლად ფრთხილად გამოართვით
  • როდესაც ბავშვი გაღიზიანებულია, შეგიძლიათ მაწოვარას მიცემა დასამშვიდებლად რამდენიმე წუთით (როდესაც დამშვიდდება, გამოარვით)
  • ნუ გახდით ბავშვს მაწოვარაზე დამოკიდებულს
  • არ შეიძლება, ბავშვი მთელი დღე მაწოვარათი დადიოდეს
  • მაწოვარას გადასაჩვევად საუკეთესო პერიოდია 12-18 თვე, როდესაც ქრება წოვითი რეფლექსი.

იმ შემთხვევაში თუ თავად ვერ გაუმკლავდებით ამ მავნე ჩვევებს, აუცილებლად მიმართოთ ორთოდონტს, რომელიც დაგეხმარებათ, ჰუმანური მეთოდებით გადააჩვიოთ ბავშვი მავნე ჩვევევებს. წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალია ყბა-კბილთა სისტემის სერიოზული დეფორმაციები.