Baby Bag

რა უნდა იცოდეს მშობელმა ცრუ კრუპის დროს - ცრუ კრუპის 6 სიმპტომი

რა უნდა იცოდეს მშობელმა ცრუ კრუპის დროს - ცრუ კრუპის 6 სიმპტომი

ცრუ კრუპი ეს არის ზედა სასუნთქი გზების დაავადება, როდესაც გვხვდება ზედა სასუნთქი გზების - ხორხის, ტრაქეის და ბრონქების შეშუპება. შესაბამისად, ჰაერს უწევს უფრო ვიწრო გასასვლელში გავლა, რაც ბავშვის სასუნთქი გზებისთვის მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა. კრუპი ექვს წლამდე ბავშვებში გვხვდება, განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან ერთი, ორი წლის ბავშვები. 

რა უნდა იცოდეს მშობელმა ცრუ კრუპის დროს, როგორ უნდა მოიქცეს სასწრაფო დახმარების მოსვლამდე - ამ და სხვა საინტერესო კითხვაზე პასუხი იხილეთ ვიდეოში. 

„ეს ცაზე მეხის გავარდნასავით არის...“ - ცრუ კრუპის სიმპტომები, რომლებიც ყველა მშობელმა უნდ...
კრუპი ეს არის კლინიკური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს ხმის ტემბრის შეცვლა, მყეფავი ხასიათის ხველის წარმოშობა და ჩასუნთქვის პროცესების გაძნელება. კრუპი არის ვირუსული ინფექციების თანმდევი პროცესი. ცრუ კ...
„2 წლამდე ასაკის ბავშვს ნუ მისცემთ თაფლს! არც ცხელ წყალში და არც ცხელ რძეში არ გაუხსნათ თა...
ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებისთვის ყურადსაღებ ინფორმაციას ავრცელებს. გთავაზობთ მის პოსტს:„ძვირფასო მშობლებო, უნდა იცოდეთ აუცილებლად, ა...

შეიძლება დაინტერესდეთ

„საბავშვო ბაღში მოსიარულე ბავშვისთვის ცივ სეზონზე დასაშვები ავადმყოფობათა სიხშირე არის 10-12-ჯერ ავადობა,“ - პედიატრი ცოტნე ბესელია

პედიატრმა ცოტნე ბესელიამ ბავშვებში ხშირი ავადობის საკითხზე ისაუბრა და განმარტა, რომელ ასაკში არ არის საყურადღებო ცივ სეზონზე ბავშვების ხშირი ავადობა:

„განვმარტოთ, რას ნიშნავს ხშირად მოავადე ბავშვი. საბავშვო ბაღში მოსიარულე ბავშვი, მით უმეტეს, თუ არის პირველი წელი, როდესაც ის შედის ბაღში, ამ დროს ცივ სეზონზე ისინი ხშირად ავადობენ. ცივ სეზონზე დასაშვები ავადმყოფობათა სიხშირე არის 10-12-ჯერ ავადობა. ეს არის ასაკზე დამოკიდებული და ასევე იმაზე, რა კოლექტივშია ბავშვი. საბავშვო ბაღში ეს დასაშვებია. როდესაც ბავშვი არის სასკოლო ასაკში, მაშინ ეს იქნება უფრო ყურადსაღები. სასკოლო ასაკში 8-ჯერ, 10-ჯერ, 12-ჯერ ავადობა წელიწადში უკვე სხვა რაღაცაზე მიანიშნებს ექიმს და მშობელს. ნუ შეეშინდებათ მშობლებს. ბავშვი, რომელიც საბავშვო ბაღში დადის, იმან ხშირად უნდა იავადმყოფოს.

ნურც იმის შეეშინდებათ მშობლებს, რომ ხშირად ამბობენ: „რაც ცივი სეზონი დადგა, ოქტომბრიდან მაისამდე ბავშვი სულ ახველებს. ხომ არ შეიძლება სულ ახველებდეს? რაშია საქმე?“ პოსტ-ინფექციურ პერიოდში, როდესაც ბავშვი გადის ბაღში, ახალი მიკრობი მოქმედებს და მწვავდება ჩივილები. ამიტომ არის ეს გადაბმული, მშობლისთვის ერთი შეხედვით გაუთავებელი ჩივილები. მშობელს უნდა, რომ ეს ხველა ერთ რაღაცასთან დააკავშიროს. ასე არ არის. ეს არის მორიგი მწვავე რესპირაციული დაავადება, მორიგი პოსტ-ინფექციური პერიოდებით. ნუ შეეშინდება ამის მშობელს,“- მოცემულ საკითხზე ცოტნე ბესელიამ „რადიო ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„რადიო ფორტუნა“ 

წაიკითხეთ სრულად