„ეს მეთოდი ცნობილი იყო 90-იან წლებში. მაშინაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ნეგატიური დამოკიდებულება გვქონდა ამ მეთოდთან დაკავშირებით. ეს პერიოდი არაფერი ისმოდა და ახლა, სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა, რომ კიდევ ერთხელ წამოტივტივდა ქალბატონი ქეთევანი თავისი უცნაური, გაურკვეველი და პოტენციურად სახიფათო მეთოდით.“
ივანე ჩხაიძის თქმით, არცერთი სამედიცინო განათლების მქონე პირი მაუგლის მეთოდს სერიოზულად არ განიხილავს:
„მე არ მგონია, რომ რომელიმე სამედიცინო განათლების მქონე პიროვნებამ ამ მეთოდს შეხედოს, როგორც სერიოზულს. აქ თავმოყრილია ორი განსხვავებული მდგომარეობა: ერთი, რომელსაც აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს ვარჯიშებთან. წარმოუდგენელია, რომ ლეიშმანიოზი, სეფსისი და თავში სისხლჩაქცევა მოვარჩინოთ ვარჯიშით. პირიქით, თუ თქვენ სეფსისიან ბავშვს შეუწყვეტთ ანტიბიოტიკს, შეუწყვეტთ მკურნალობას, სტანდარტულს, მიღებულს, აპრობირებულს და ვარჯიშს დაუწყებთ, რისკი ამ ბავშვის გარდაცვალების არის უზარმაზარი. არ შეიძლება ჩვენ იმის გამო, რომ 5-10 ბავშვთან არაფერი არ მოხდა, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ სხვა ბავშვებთანაც იგივე განმეორდება, არავითარ შემთხვევაში!“
ივანე ჩხაიძის აზრს იზიარებს პედიატრი თემურ მიქელაძეც, რომელიც აღნიშნულ მეთოდს განსაკუთრებით სახიფათოდ მიიჩნევს ადრეული ასაკის ბავშვებისთვის:
„მინახავს, რომ მშობლებს ჰყავდათ დაჭერილი ბავშვი და აქნევდნენ საათის ისრის ან საპირისპირო მიმართულებით. ეს განსაკუთრებით სახიფათოა ადრეული ასაკის ბავშვებისთვის, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ ნერვული სისტემა ჩამოყალიბებული, სისხლძარღვთა ტონუსი არ არის ჩამოყალიბებული. სისხლძარღვი რომ მყიფეა, შესაძლოა, ელემენტარული სისხლჩაქცევა განგვივითარდეს. არ უნდა ამას განსაკუთრებული აკადემიები. ჩვენი მასწავლებლები გვასწავლიდნენ 100 წლის წინ და 100 წლის წინაც ასე იყო. სამედიცინო წყაროებში არ შეგხვდებათ, რომ ბავშვი ვიღაცამ უნდა ანჯღრიოს, დაკიდოს ხელით. ბავშვს სჭირდება ფიზიოლოგიური განვითარება.“
„ლეიშმანიოზი 100% შემთხვევაში მთავრდება სიკვდილით, თუ დროულად არ მიმართა სპეციალისტს და არ მოხდა მისი დიაგნოსტირება. ამიტომ ასეთი დაავადებების მქონე ბავშვებს მაინც ნუ მივიყვანთ არატრადიციული მედიცინის მიმდევარ ექიმებთან,“ - აღნიშნავს თემურ მიქელაძე.
წყარო: იმედის დღე
არ დაგავიწყდეთ !!!
დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები