თუ ტემპერატურა 38 გრადუსზე ნაკლები დაგვიფიქსირდება, ან თუნდაც 38, არ ვიღებთ სიცხის დამწევ საშუალებებს! - ექიმის რეკომენდაციები Covid-19-ის ბინაზე მკურნალობის დროს
ექიმი ნანა სხილაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს რეკომენაციებს Covid-19-ის ბინაზე მკურნალობის დროს. ექიმის რჩევებს უცვლელად გთავაზობთ:
ძალიან ბევრი ადამიანი, ნაცნობი, მეზობელი მწერს დაბნეული, არ იცის, როგორ მოიქცეს და გადავწყვიტე ყველა დეტალი, რაც მნიშვნელოვანია დავწერო კოვიდ დადებითებისთვის, როგორ უნდა მოიქცნენ სახლში მკურნალობის დროს.
თავდაპირველად შეგახსენებთ სიმპტომებს ესენია:
მთლიანი სხეულისა და კუნთების ტკივილი
თვალების წვა და ტკივილი
თავის ტკივილი
გულის რევის შეგრძნება ან პირღებინება
ფაღარათი
სურდო ან იშვიათად გაჭედილი ცხვირი
წვა შარდვისას
მაღალი ტემპერატურა
ყელის სიმშრალე ფხაჭვნა ან ტკივილი
(არასრული ჩამონათვალია, რადგან დროდადრო მეტი სიმპტომები ჩნდება, როგორებიცაა: სისხლჩაქცევები უმეტესად ბავშვებში კანზე. ასევე გამონაყარი. ყურების დაგუბება.)
დაინფიცირების მე-4-დან მე-8 დღემდე გრძელდება მეორე ანუ ანთების ფაზა, რომელსაც ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
გემოს და სუნის შეგრძნების დაკარგვა
დაღლილობის შეგრძნება უმნიშვნელო მოძრაობისას
ტკივილი გულ-მკერდის არეში ან თირკმლის არეში
შეეცადეთ, არ აგერიოთ დაღლილობის შეგრძნება სუნთქვის უკმარისობაში.
დაღლილობისას ადამიანი ასრულებს მარტივ მოძრაობას და მაშინვე იღლება, ხოლო სუნთქვის უკმარისობის დროს მჯდომარე მდგომარეობაშიც კი აღინიშნება ქოშინი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის გაძნელება.
მე-9 დღიდან იწყება მესამე ფაზა ანუ გამოჯანმრთელების ფაზა, რომელიც მე-14 დღემდე გრძელდება.
როგორც ირკვევა, კორონავირუსის PH მერყეობს 5.5 დან 8.5 მდე. მოკლედ რომ ავხსნა, მჟავა ტუტოვანი თანაფარდობას ორგანიზმში ეწოდება PH.
მჟავის და ტუტეს სწორი პროპორციისას სისხლის ph უნდა იყოს ოდნავ ტუტოვანი 7.3 ანუ კოვიდის დროს ჩვენი წონასწორობა ირღვევა და მიდის გამჟავებისაკენ. ამ დიაპაზონის ნებისმიერი გადახრა იწვევს მრავალ დაავადებას და არასასურველ გამოვლინებას. ამიტომ სასურველია ვიკვებოთ ალკანილური საკვებით. ასეთი ხილის მაგალითებია:
ბანანი, ლაიმი PH 9.5
ყვითელი ლიმონი ph 8.2
ავოკადო ph. 15.6
მანდარინი ph 8.5
ფორთოხალი ph 9.2
ანანასი ph 12.7
ახლა რაც შეეხება ქმედებებს, რომლებიც ზოგადად ყველამ იცის, მაგრამ შეიძლება დაიბნეს და ვერ შეასრულოს ან არასწორად შეაფასოს მდგომარეობა.
1. ხშირად გაიზომეთ სიცხე! მინიმუმ დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ მიუხედავად შეგრძნებისა, გაქვთ თუ არა. როგორ ვიქცევით თუ ტემპერატურა 38 გრადუსზე ნაკლები დაგვიფიქსირდება, ან თუნდაც 38? არ ვიღებთ სიცხის დამწევ საშუალებებს! მხოლოდ თბილ სითხეებს ვსვამთ და ისევ ვაკონტროლებთ სიცხეს.
2. თუ ტემპერატურა 38 გრადუსზე მაღალია, მივიღებთ სიცხის დამწევ პრეპარატს: პარაცეტამოლი ან მისი შემცველი კომერციული დასახელების პრეპარატები.
თუკი 4 დღის განმავლობაში ტემპერატურა 38 და ზევით დაფიქსირდება, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ფილტვის ქსოვილში იწყება ანთებითი ცვლილებები (მაგრამ არც ეს არის საპანიკო). საჭირო ხდება ოჯახის ექიმთან დაკავშირება, რომელიც გადაწყვეტს რენტგენი გჭირდებათ თუ კომპიუტერული ტომოგრაფია.
P.S თუ ექიმი ჩათვლის, რომ თქვენ კოვიდ ინფექციასთან ერთად შეიძლება გქონდეთ ბაქტერიული ინფექციაც, ამ შემთხვევაში დაგინიშნავთ ანტიბიოტიკს! მინდა კარგად გაიაზროთ, რომ კოვიდ-19 ვირუსის დროს და ნებისმიერი ვირუსის დროს ანტიბიოტიკების მიღება მით უმეტეს თვითნებურად, დაუშვებელია, რადგან ანტიბიოტიკი ებრძვის ბაქტერიას და არა ვირუსს!!!
ნუ მიიღებთ!
დაიმახსოვრეთ: „ანტიბიოტიკებს იღებს ის კოვიდინფიცირებული, ვისაც კოვიდთან ერთად ბაქტერიული ინფექციის განვითარების რისკი უჩნდება“ და ამას მხოლოდ ექიმი აფასებს და წყვეტს.
შემდეგი საკითხი ეხება სითხეების მიღებას. ძალიან მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში მიიღოთ 1.5 დან 2.5 ლიტრამდე სითხე. მაგრამ სითხეში არ იგულისხმება ალკოჰოლი, გაზიანი ან შაქრიანი სასმელები ან თუნდაც ენერგეტიკული. კარგი იქნება სუფთა წყალი, სახლის კომპოტები, ბულიონი..
განსაკუთრებით თუ გაქვთ ფაღარათი, რაც ხშირად ვლინდება კოვიდის დროს, ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ორგანიზმი მეტ სითხეს კარგავს, ვიდრე ჩვეულებრივ. ფაღარათის დროს სითხესთან ერთად ელექტროლიტებსაც კარგავთ, რაც შეიძლება შეივსოთ ეგრედწოდებული რეჰიდრონით. ეს არის მინერალების და ელექტროლიტების კომბინაცია.. იხსნება ნელ-თბილ წყალში და საკმაოდ ნორმალური დასალევია.
P.S გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ შეიძლება ბევრი სითხე! ამიტომ სასურველია მიმართოთ ექიმს და ჰკითხოთ, როგორ ჩანაცვლდეს ეს პუნქტი.
შემდეგი და ძალიან მთავარი ეხება ფიზიკურ აქტივობას ავადობის დროს. თუ გაქვთ კერძო სახლის ფუფუნება, შეგიძლიათ, ისეირნოთ, გაავარჯიშოთ ქვედა კიდურები, რადგან კუნთები ეხმარება ვენებს უკეთ ფუნქციონირებაში. ფიზიკური აქტივობა მსუბუქი ვარჯიში სისხლის შედედებას უშლის ხელს, ასევე თრომბოემბოლიის და თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკა გამოგივათ. კარგია, თუ კვირაში ერთხელ მაინც გაიკეთებთ ანალიზს სახელად „კოაგულოგრამა“, რაც აჩვენებს სისხლის მდგომარეობას თრომბოციტების მდგომარეობას, რომლებიც მონაწილეობენ სისხლის შედედების პროცესში. თუკი კოაგულოგრამაში გამოჩნდება ცვლილებები, რაც ამ ვირუს ხშირად ახასიათებს, ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას თრომბოასპირინის მიღებაზე. მაგრამ თქვენით თუ არ გაქვთ სამედიცინო განათლება ნუ მიიღებთ პრეპარატს.
ბოლოს.. თავის სიმშვიდისათვის რომ ვაკონტროლოთ სისხლში ჟანგბადის შემცველობა, არსებობს ასეთი სახელწოდების ხელსაწყო სატურატორი. პულსოქსიმეტრი იყიდება აფთიაქებში. რომელსაც გაიკეთებთ თითზე და დაეწერება თქვენი სუნთქვა რამდენად შეესაბამება ნორმას.
ნორმა კი ასე მერყეობს:
-95 - 99% დიაპაზონში შეგიძლია მშვიდად იყოთ
94 დან ქვემოთ მით უარეს 85 თუ დაინახავთ და ამ დროს სუნთქვის უკმარისობაც აღენიშნებათ აუცილებლად მიმართეთ კლინიკას.
P.S ერთ-ერთი სიცოცხლისათვის საშიში სიგნალი რაც კორონავირუსს ახასიათებს, ეს არის გართულების შემთხვევაში სუნთქვის უკმარისობა. სწორედ ესაა პირველი მანიშნებელი, რითაც უნდა ამოვიცნოთ სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა და აუცილებლად მივმართოთ კლინიკას!
ჯანმრთელობას გისურვებთ!
ნ.სხილაძე
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ყველაზე დიდი რისკი, სადაც შეიძლება თრომბი ჩამოყალიბდეს, ეს არის ქვედა კიდურები, პროცესი იქ იწყება,“ - ეპიდემიოლოგი ეკატერინე ქარქაშაძე
ეპიდემიოლოგი ეკატერინე ქარქაშაძე სახლში მყოფ ადამიანებს, რომლებიც კოვიდ-19-ის დამარცხებას ცდილობენ, საინტერესო რჩევებს აძლევს. მისი თქმით საზოგადოებაში პანიკა მატულობს, რაც უნდა გადავლახოთ:
„პანიკა იმატებს, განსაკუთრებით მას მერე, რაც ადამიანებმა გაიგეს, რომ ამ დაავადებას თრომბოემბოლიის რისკი ახასიათებს. თრომბოემბოლიის რისკი სხვა ვირუსულ ინფექციებსაც ახასიათებს. ღორის გრიპის აფეთქების დროსაც იქნა ნანახი თრომბოემბოლიის დონის მატება. ამაზე ნუ დავპანიკდებით. მართალია, ეს ძალიან საშიში გართულებაა, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ყველაში იყოს, პირიქით, მცირე ნაწილში ვითარდება. ჩვენ გადავიტანეთ ღორის გრიპის ეპიდემია და ამ პანდემიის გადალახვაც მოგვიწევს. სახლში დარჩენილი ადამიანი ხშირად იბნევა, ვარდება პანიკაში. უმეტეს შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად. ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, მაგრამ მაინც დამშვიდებისთვის კარგია. სახლში ყოფნისას ხშირად გავანიავოთ ოთახი, რომ ჟანგბადი მივაწოდოთ ფილტვებს. სითხე უნდა მივიღოთ დიდი რაოდენობით, განსაკუთრებით კარგი იქნება ლიმონიანი ჩაი. თრომბოემბოლიის რისკის შესამცირებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოძრაობა. შეიძლება, ბევრს გაუკვირდეს, როგორ უნდა იმოძრაოს ბინის პირობებში. მთავარი არის ფეხების მოძრაობა, ფეხები უნდა ამოძრაოს ადამიანმა, ბუქნები გააკეთოს. ყველაზე დიდი რისკი, სადაც შეიძლება თრომბი ჩამოყალიბდეს, ეს არის ქვედა კიდურები, პროცესი იქიდან იწყება.“
ეკატერინე ქარქაშაძე აღნიშნავს, რომ თრომბის განვითარებას წინმსწრები სიმპტომატიკა ყოველთვის არ აქვს, თუმცა ის წამიერად არ ვითარდება:
„შეიძლება თრომბი ისე განვითარდეს, რომ ჩვენ არაფერი ვიცოდეთ. ორგანიზმში ის, რა თქმა უნდა, არ ვითარდება წამებში. ეს პროცესი მიდის, იწყება კასკადი, წარმოიქმნება თრომბი, განსაკუთრებით ხშირად ქვედა კიდურის ვენებში, შემდეგ იშლება, ისევ წარმოიქმნება. დაშლილი თრომბის ნაწილები თუ გაიჭედა მნიშვნელოვან სასიცოცხლო ორგანოში, იქ ხდება პრობლემა. პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ, ორგანო ჩერდება. ეს იწვევს იმ მძიმე შედეგს. ზოგჯერ შეიძლება ამის გამოვლენა საერთოდ არ იყოს. თუ ქვედა კიდურებშია თრომბის პრობლემა, შეიძლება მოხდეს კიდურის შესიება. სისხლის შედედებას დაბუჟებაც ახასიათებს, მაგრამ დაბუჟება სხვა მიზეზითაც შეიძლება იყოს. თუ ადამიანს ოდნავ ხელი დაუბუჟდა, ნუ იფიქრებთ, რომ ეს აუცილებლად თრომბოემბოლიის რისკია. ეს ძალიან იშვიათად ხდება. უსიმპტომო პაციენტებში თრომბოემბოლია ძალიან იშვიათია. თრომბოემბოლია ძირითადად ვითარდება კოვიდ-19-ის მძიმე ფორმების დროს. როდესაც ეს ხდება მთელი კასკადი ვითარდება, რასაც თან ახლავს სიმპტომები, არის ცხელება. ძალიან იშვიათია, რომ უსიმპტომო პაციენტში ეს პროცესი მიდიოდეს.“
„იდეალური იქნებოდა, რომ ყველას ჰქონდეს ტესტირების შესაძლებლობა. თუ ეს ვერ ხერხდება, ნუ დავპანიკდებით. სიცხე არ ნიშნავს, რომ კოვიდ-19 მძიმედ მიმდინარეობს. ყელის ტკივილიც ვირუსით გამოწვეული პატარა ცვლილება და რესპირატორული დარღვევაა. ხშირად ეს ვირუსული ინფექცია მხოლოდ ამით შემოიფარგლება. თუ პაციენტს აქვს მხოლოდ სიცხე, ხველა, თავის ტკივილი, ყნოსვის დაკარგვა, ეს არ ნიშნავს, რომ რამე ცუდი ხდება. ეს ჩვეულებრივი მახასიათებელია დაავადების. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? ყველაზე მნიშვნელოვანია სუნთქვა. თუ არის ქოშინი, ტკივილი მკერდის არეში, ხედავთ, რომ ტუჩებმა ან კანმა ფერი შეიცვალა, ეს არის სიგნალი, რომ სასწრაფოდ დაუკავშირდეთ ექიმს. ზოგჯერ არის პანიკის ფონზე სუნთქვის უკმარისობა. მაინც უნდა ჩავაყენოთ ამ დროს ოჯახის ექიმი საქმის კურსში,“ - აცხადებს ეკატერინე ქარქაშაძე.