SARS-COV-19 ვირუსული ინფექციაა, რომელმაც შეცვალა დღევანდელი მსოფლიო. როგორც ცნობილია, კორონავირუსული ინფექცია განსაკუთრებულ რისკს ქმნის 70 წელს გადაცილებული ადამიანებისთის და ასევე თანმხლები ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის. ქრონიკულ დაავადებებში კი ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს შაქრიანი დიაბეტი. დღეს თქვენს ყურადღებას შევაჩერებ, რა რჩევები უნდა გაითვალისწინონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა ადამიანებმა არსებული პანდემიის პირობებში.
განვიხილოთ, თუ რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა კოვიდ პანდემიის პირობებში. პირველ რიგში ზოგადი რეკომენდაციები:
- მაქსიმალური სოციალური დისტანცირება (აუცილებლობის გარეშე მოერიდეთ ხალხთან კონტაქტს, თუ თქვენ ცხოვრობთ მრავალწევრიან ოჯახში სასურველია, ოჯახის წევრებისგანაც მაქსიმალური დისტანცირება),
- ჰიგიენური ზომების მაღალ ხარისხში დაცვა,
- ნიღბის სწორად ტარება,
- ხშირად მოხმარებადი საგნების დეზინფიცირება,
- აუცილებელია სისხლში შაქრის ციფრების მკაცრი კონტროლი, სასურველია, ციფრები რაც შეიძლება ახლოს იყოს სამიზნე მაჩვენებლებთან,
- რეკომენდებულია დილით ადრე სუფთა ჰაერზე სეირნობა არახალხმრავალ ადგილებში დაახლობით ერთი საათის განმავლობაში,
- კვებას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება. აუცილებელია დღეში ჯერადი მრავალფეროვანი დაბალანსებული კვება. გაამდიდრეთ საკვები ცილოვანი საკვებით (ხორცი, თევზი, კვერცხი, რძის ნაწარმი), მიიღეთ სეზონური ხილი (გარდა დიაბეტიანებისთვის აკრძალული ხილისა: ბანანი, მსხალი, კარალიოკი, ლეღვი, ყურძენი). შეეცადეთ საკვები იყოს ჯანსაღი და სეზონური პროდუქტისგან მომზადებული,
- სასურველია საპროფილაქტიკო დოზებით მიიღოთ D ვიტამინი,
- იქონიეთ თქვენს მკურნალ ექიმთან მაქსიმალური კონტაქტი შაქრის ციფრების ნორმალიზააციითვის. სასურველია, ისარგებლოთ დისტანციური კონსულტაციით და არ ჩადგეთ რიგებში.
გახსოვდეთ - ადეკვატურად მართული შაქრიანი დიაბეტი შეამცირებს ინფიცირების და დაავადების მძიმედ მიმდინარეობის რისკებს!
გისურვებთ ჯანმრთლობას!