Baby Bag

„​ბავშვებში Covid-19-ის განსაკუთრებული სირთულით მიმდინარეობა საქართველოში დაფიქსირებული არ არის და ამიტომ არ გვეშინია“ - ბიძინა კულუმბეგოვი

„​ბავშვებში Covid-19-ის განსაკუთრებული სირთულით მიმდინარეობა საქართველოში დაფიქსირებული არ არის და ამიტომ არ გვეშინია“ - ბიძინა კულუმბეგოვი

„​ბავშვებში Covid-19-ის განსაკუთრებული სირთულით მიმდინარეობა საქართველოში დაფიქსირებული არ არის და ამიტომ არ გვეშინია“ - ამის შესახებ MomsEdu.ge-სთან ცნობილმა იმუნოლოგმა, პედიატრმა, ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

„საბედნიეროდ, Covid-19-ის დაავადების 99% ბავშვებში, ყველა ასაკში, მარტივად, მსუბუქად მიმდინარეობს. რაიმე განსაკუთრებული სირთულით მიმდინარეობა საქართველოში დაფიქსირებული არ არის და ამიტომ არ გვეშინია. რაც შეეხება განსხვავებას კორონავირუსსა და სეზონურ გრიპს შორის, სიმპტომები იდენტურია, მათი განსხვავება მხოლოდ ანალიზით ხდება. ერთადერთი, თუ ყნოსვა და გემო დაკარგა ადამიანმა, რაც დაახლოებით 68%-ში ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ კოვიდი გაქვთ და არა სეზონური გრიპი.

მკურნალობის მეთოდებზე მინდა გითხრათ, რომ ბავშვებსა და მოზრდილებში იდენტურია, არაფრით არ განსხვავდება. ბავშვებში კოვიდის წინააღმდეგ იმუნიტეტის გასაძლიერებლად რაიმე წამალი არ არსებობს, მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება და რასაკვირველია, გარეთ, სუფთა ჰაერზე ყოფნა პერიოდულად,“ - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა. 

ესაუბრა მარიამ ჩოქური

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ​ჯგუფი“)

,,არ დავაყოვნე და მეც დავიწყე ამ კვებითი დანამატების მიღება'' - როგორ იძლიერებს კოვიდის წი...
​როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი? - ანიშნულ თემაზე ,,იმედის'' ეთერში იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა. მისი თქმით, თავად თუთიას, D ვიტამინსა და მელატონინს იღებს დანამატის სა...