Baby Bag

წინამორბედი ნიშნების გარეშე, ამ სიმპტომის არსებობის შემთხვევაში ეჭვი კორონავირუსზე უნდა მივიტანოთ - ექიმი კორონას ძირითად სიმტომს ასახელებს

წინამორბედი ნიშნების გარეშე, ამ სიმპტომის არსებობის შემთხვევაში ეჭვი კორონავირუსზე უნდა მივიტანოთ - ექიმი კორონას ძირითად სიმტომს ასახელებს

ყნოსვის უცაბედი დაკარგვა და კოვიდ-19 - აღნიშნულ თემაზე პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“  ოტორინოლარინგოლოგი, პროფესორი გიორგი გოგნიაშვილი საუბრობს. 

„ყველა ქვეყანაში განსხვავებული სიმპტომატიკა ახასიათებს კორონავიურსს, თუმცა ყველა ქვეყნის წარმომადგენელი ვჯერდებით, რომ კოვიდის დროს ყნოსვის დაკარგვა მოწმენდილ ცაზე, უცბად ვითარდება, ეს არის ძირითადი სიმპტომი,“ - აღნიშნავს გიორგი გოგნიაშვილი 

ნახეთ ვიდეო ☝️


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედები​ს ჯ​გუფი“)

„კოვიდ-19-ით ინფიცირების დროს ყელის ტკივილი ლოკალიზდება ხორხ-ხახაში, პაციენტს აქვს წვის,...
​​ოტორინოლარინგოლოგი ქეთევან გოცაძე კოვიდ 19-ისთვის დამახასიათებელი ყელის ტკივილის თავისებურებებზე საუბრობს და გვასწავლის, როგორ გავარჩიოთ ის ტონზილიტისგან:„იმის მიხედვით, თუ რა ნაწილიდან შეიჭრა...

შეიძლება დაინტერესდეთ

ვის გაუკეთდება ,,ბუსტერ'' დოზა? - გადაწყვეტილება მიღებულია

ვის გაუკეთდება ,,ბუსტერ'' დოზა?  - გადაწყვეტილება მიღებულია

ვაქცინის მესამე დოზით აცრა 50 წლის ზემოთ ადამიანებს და მაღალი რისკის პროფესიების მქონე პირებს შეეძლებათ -  აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„საბჭომ მხარი დაუჭირა ბუსტერ დოზის გამოყენებას მეორე აცრიდან ექვსი თვის შემდეგ 50 წლის ზემოთ პირებში. ასევე ნებისმიერი ასაკის პირებში, რომლებსაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება, ასევე მაღალი რისკის პროფესიებში, როგორიც არის სამედიცინო პერსონალი, დახურული ტიპის დაწესებულებაში მცხოვრები პირები და იქ დასაქმებული თანამშრომლები“, - დასძინა თამარ გაბუნიამ.

წაიკითხეთ სრულად