„ბიძინა კულუმბეგოვმა დადო პოსტი ჰონგ-კონგში ძალიან მაგარი კვლევა ჩატარდაო, ეს არის სისულელე,“ - გიორგი ფხაკაძე ბიძინა კულუმბეგოვს აკრიტიკებს
პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ჩინური ვაქცინის კვლევის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო გააკრიტიკა:
„კიდევ ერთხელ აჩვენეთ თქვენ არაპროფესიონალიზმი. ბიძინა კულუმბეგოვი ძალიან კარგი ბიჭია, ალერგოლოგია. მიხედე იმ ალერგიას, ნუ ლაპარაკობ სისულელეებს. პროპაგანდას უკეთებენ ამ ჩინურ ვაქცინას. ბიძინამ დადო პოსტი ჰონგ-კონგში ძალიან მაგარი კვლევა ჩატარდაო. ეს არის როგორი სისულელე. ყველა სააგენტომ აიტაცა, რომ კულუმბეგოვმა დადო პოსტი.“
გიორგი ფხაკაძის თქმით, ჰონგ-კონგში ჩატარებულ კვლევას ჩინეთის მთავრობა აკონტროლებს:
„რა არის მაგარი? არ იცით, რომ ჰონგ-კონგი ჩინეთია? იქ ყველაფერს ჩინეთის მთავრობა აკონტროლებს. კვლევის ლინკი მაქვს დადებული. აბა წაიკითხეთ, ვინ დააფინანსა ეს კვლევა?! ეს კვლევა ჩინეთის მთავრობამ დააფინანსა.“