102 წლის ბებომ, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, კლინიკა დატოვა - ვიდეო
102 წლის ბებომ, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, კლინიკა დატოვა. ვიდეოს ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო სოციალურ ქსელში აქვეყნებს. კადრებში ჩანს, როგორ აცილებს კლინიკის მედპერსონალი მოხუცს აპლოდისმენტებით.
შეგახსენებთ, რომ 102 წლის ბებო ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.