Baby Bag

,,ამ მედიკამენტების მიღება არა თუ არ შველის არაფერს, არამედ აზიანებს'' - ექიმის რეკომენდაცია კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს

ექიმი არჩილ მარშანია კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს საჭირო და აუცილებელი რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციას აწვდის. 

ნახეთ ვიდეო ☝️

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუ​ფი“)

„სისხლის გამათხელებლების თვითნებურად მიღებით კატასტროფულ შედეგამდე შეიძლება მივიდეთ," - ან...
​ანესთეზიოლოგი არჩილ მარშანია კოვიდ-19-თან დაკავშირებით გავრცელებულ მითებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ადამიანები ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას მეტისმეტად ენდობიან, რის გამოც შეცდომაში შედიან:„სამ...

შეიძლება დაინტერესდეთ

რ​ა შემთხვევაში გვიცავს ლატექსის ერთჯერადი ხელთათმანი კორონავირუსისაგან?

რ​ა შემთხვევაში გვიცავს ლატექსის ერთჯერადი ხელთათმანი კორონავირუსისაგან?

რ​ა შემთხვევაში გვიცავს ლატექსის ერთჯერადი ხელთათმანი კორონავირუსისაგან? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„როცა უხილავი მტერი გიტევს, რომელიც არ ჩანს, მაგრამ იცი, რომ წვეთებით ვრცელდება და ნებისმიერი ზედაპირი შეიძლება ინფიცირებული იყოს, ბუნებრივია, გიჩნდება სურვილი, როგორმე დაიცვა თავი ზედაპირებზე შეხებისაგან. ამიტომ სულაც არ მიკვირს, რომ სულ უფრო ხშირად მხვდებიან ქუჩაში ადამიანები ფერად-ფერადი ლატექსის ხელთათმანებით.

გვიცავს თუ არა ის?

დიახ, თუ თქვენ გაცვიათ ხელთათმანი, ზედაპირებზე შეხებისას თქვენს კანზე ნამდვილად ვერ მოხვდება, ვერც კორონავირუსი და ვერც სხვა მიკროორგანიზმი და ეს დაცულობის ბედნიერ შეგრძნებას გაძლევთ.

მაგრამ თუ ასე შეფუთული ხელებით, ეხებით ფულს, მობილურ ტელეფონს, რომელიც საუბრისას ახლოს გაქვთ სახესთან, ხელთათმანინი ხელებით ეხებით ბანკომატებს, სწრაფი გადახდის აპარატებს და შემდეგ ისწორებთ თმას, მიგაქვთ ხელი სახესთან, ეხებით მას, იკეთებთ და იხსნით სათვალეს, თქვენ ქმნით დამატებით რისკს დაბინძურებული ხელთათმანებით ინფიცირებისათვის.

ასე, რომ თუ იყენებთ ლატექსის ხელთათმანს, გამოიყენეთ ის სწორად - გაიკეთეთ ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტისას, მისი მოვლისას, სამედიცინო დაწესებულებაში შესვლისას, აფთიაქებში, სუპერმარკეტებში ნივთებთან და ზედაპირებთან შეხებისას. შემდეგ ხელთათმანი უნდა გადააგდოთ ან შეინახოთ გარეცხვამდე და დეზინფექტანტით დამუშავებამდე.

იმ შემთხვევაში, თუ მაინც გირჩევნიათ მთელი დღის მანძილზე გეკეთოთ ხელთათმანი, სრულყოფილად უნდა აკონტროლოთ საკუთარი თავი, რომ თქვენი ხელი არ მოხვდეს სახესთან. სხვა შემთხვევაში ლატექსის ხელთათმანი დაცვის ნაცვლად საფრთხის რისკს გაგიზრდით.

დაბოლოს, ხელების ხშირი დაბანის აუცილებლობას კიდევ ერთხელ შეგახსენებთ!“ - წერს 
პედიატრი თამარ ობგაიძე.

წაიკითხეთ სრულად