ვინ არის კორონავირუსის მაღალი და საშუალო რისკის ქვეშ, - ამ თემაზე სოციალურ ქსელში ექიმი რეზიდენტი ნანა სხილაძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
თქვენ შეიძლება კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდეთ, თუ:
1. ჩაგიტარდათ ორგანოს გადანერგვის ოპერაცია.
2. იტარებთ ქიმიოთერაპიის, იმუნოთერაპიის ან რადიოთერაპიის ინტენსიურ კურსს.
3. მათ, ვისაც აღენიშნებათ სისხლის ან ძვლის ტვინის კიბო (მაგალითად, ლეიკემია, ლიმფომა ან მიელომა)
4. 6 თვის განმავლობაში ჩაგიტარდათ ძვლის ტვინის ან ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, ან კვლავ იღებთ იმუნოდეპრესანტულ მედიკამენტს.
5. ფილტვის მძიმე დაავადების დროს (მაგალითად, კისტოზური ფიბროზი, ან სხვა მწვავე დაავადება)
6. იღებთ მედიკამენტებს, რის შედეგადაც ინფექციების ალბათობა გაცილებით მეტია (მაგალითად, სტეროიდების მაღალი დოზები ან იმუნოდეპრესანტული მედიკამენტები)
7. გულის სერიოზული დაავადებების დროს (მძიმე მანკები)
8. დაუნის სინდრომის მქონე მოზრდილები, რომლებსაც აქვთ თირკმლის მწვავე ან ქრონიკული უკმარისობა და უტარდებათ დიალიზი.
საშუალო რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები:
1. 70 წლის ან უფროსი ასაკის პირები, რომლებსაც აქვთ ფილტვის დაავადება (როგორებიცაა: ასთმა, COPD, ემფიზემა ან ბრონქიტი).
2. გულის დაავადების მქონე პირები (მაგალითად, გულის უკმარისობა).
3. დიაბეტით დაავადებულები.
4. თირკმლის მწვავე ან ქრონიკული უკმარისობის მქონე პირები.
5. ღვიძლის დაავადებების მქონე პირები (მაგალითად, ჰეპატიტი).
6. პარკინსონის დაავადების მქონე პირები.
7. გაფანტული სკლეროზის მქონე პირები.
8. ცერებრულიი დამბლის მქონე პირები.
9. ორსულები.
არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი იწვევს მუცლის მოშლას ან გავლენას ახდენს ორსულობის დროს თქვენი ბავშვის განვითარებაზე.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„როდესაც კოვიდ-19 პირდაპირ იწყება მაღალი ცხელებით, ეს ნიშნავს იმას, რომ თავიდანვე აქვს ორგანიზმს საკმაოდ მძლავრი და შედეგიანი რეაქცია,“ - თერაპევტი ლიზა გოდერძიშვილი
თერაპევტი ლიზა გოდერძიშვილი კოვიდ-19 ით ინფიცირებულ პაციენტებში საწყის სიმპტომად მაღალი ტემპერატურის გამოვლენის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს ორგანიზმის მძლავრ რეაქციაზე მიანიშნებს:
„როდესაც კოვიდ-19 პირდაპირ იწყება მაღალი ცხელებით, ეს ნიშნავს იმას, რომ თავიდანვე აქვს ორგანიზმს საკმაოდ მძლავრი და შედეგიანი რეაქცია. ეს დასკვნა არსებულ ვითარებაზე დაკვირვებით გამოგვაქვს. არ განვითარებულა ცხელება, არ განვითარებულა სხვა გართულება, სუნთქავს ადამიანი კარგად, არ აქვს სუნთვის უკმარისობა, შესაძლოა, იყოს ხველა, როგორც ზედა სასუნთქი გზების დაზიანების ნიშანი. მხოლოდ ზედა სასუნთქი გზების დაზიანებაც კი საკმაოდ შეტევითი და მძლავრი ხველით მიდის. თუ შემდეგ ამ ყველაფერმა გაიარა და დატოვა ტემპერატურა 37,5-მდე, ეს არ არის საგანგაშო ნიშნული. ეს ზოგჯერ ნორმადაც განიხილება. თუ ადამიანს მანამდე არ ჰქონდა მსგავსი ტემპერატურა, ეს განიხილება ინფექციის კუდად. კუდს ვეძახით ამას. ჩვეულებრივი ამბავია ეს, სხვა რესპირატორულ ინფექციებსაც შეიძლება ჰქონდეს. კორონავირუსული ინფექციების დროს საკმაოდ ხშირად არსებობს.“
ლიზა გოდერძიშვილის თქმით, კოვიდი ძალიან ბევრ ნარჩენ მოვლენას ტოვებს, რასაც პაციენტის მხრიდან ყურადღებიანი დამოკიდებულება სჭირდება:
„ამ დროს არამხოლოდ ტემპერატურის მატებაა, ხველაც დიდხანს რჩება, არის საერთო სისუსტეც. ეს არის ინფექციის ნარჩენი მოვლენები. ამ პერიოდში ყოჩაღი დამოკიდებულება მართებს პაციენტს, კუნთების გააქტიურება, მეტი მოძრაობა, მეტი სითხის მიღება, ცილოვანი კვება, რომ რეგენერაციას და რეაბილიტაციას შეუწყოს ხელი. ორგანიზმმა ძალიან დიდი ძალისხმევა დახარჯა ინფექციასთან ბრძოლაში.“
“ბრონქიტის გამწვავების ერთ-ერთ მაპროვოცირებელ მიზეზებს შორის მოიაზრება ე.წ. ხახის უკანა ჩამონაწვეთი, რომელიც სინუსებიდან ჩამოდის და ხველის ერთ-ერთი უტყუარი მიზეზია. თუ ბროქნიტის წარმოშობას არ აქვს სხვა მიზეზი, მწეველობა, უკვე არსებული ქრონიკული ბრონქიტი, ამ შემთხვევაში გამწვავება ნაკლებად სავარაუდოა. ორგანიზმს აქვს თავისი საკმაოდ მძლავრი ბარიერები, რომ გარეთა სასუნთქი გზებიდან ინფექცია არ შეუშვას შიდა სასუნთქ გზებში,”- ლიზა გოდერძიშვილმა აღნიშნულ საკითხებზე პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.