- სისხლის საერთო
- C-რეაქტიული ცილა
- D-დიმერი
- კოაგულოგრამა
სისხლის საერთო:
- ლეიკოციტური - ნორმის საზღვრები N (4.4 - 11.3 )
- თრომბოციტური ფორმულა - ნორმის საზღვრები N (177 - 393)
- ნეიტროფილებით - ნორმის საზღვრები N (50 - 70)
- ეოზინოფილებით - ნორმის საზღვრები H (0 - 5)
ბაზოფილებით - ნორმის საზღვრები N (0 - 1) - აგრანულოციტებით (ლიმფოციტები ნორმის საზღვრები N (20 - 40) და მონოციტები ნორმის საზღვრები - N (4 - 10).
ნეიტროფილების მომატება ინფექციების, ანთებითი პროცესების, სისხლის დაავადებების, ოპერაციების შემდეგ შეინიშნება. მათი ახალგაზრდა ფორმების მომატებას ფორმულის მარცხნივ გადახრას უწოდებენ. რაც უფრო მწვავეა პროცესი, მით უფრო მკვეთრია გადახრა.
ნეიტროპენიას - (ნეიტროფილების ნაკლებობას) იწვევს ვირუსული დაავადებები, თირეოტოქსიკოზი და სხვა.
ეოზინოფილები - იმატებს ალერგიული პროცესების, ჰელმინთოზების დროს. ტრავმისა და სტრესის ფონზე ყალიბდება ანეოზინოფილია (სისხლში ეოზინოფილების არარსებობა).
ლიმფოციტების დიდი რაოდენობით სისხლში გადმოსვლა ხდება ვირუსული პროცესების, სისხლის დაავადებების, ტუბერკულოზის დროს და სხვა.
ლიმფოციტოპენია (ლიმფოციტების შემცირება) ვითარდება იმუნოდეფიციტური მდგომარეობის, რადიაციული ზემოქმედების შედეგად.
მონოციტები - სისხლის ყველაზე დიდი უჯრედებია. ისინი ანადგურებენ ცოცხალ და მკვდარ მიკრობებს, ანტიგენ-ანტისხეულების კომლექსებს, რომლებიც ვირუსებთან, ბაქტერიებსა და მათ ტოქსინებთან ბრძოლისას წარმოიქმნება. მათი რაოდენობა იმატებს სეპტიკური პროცესების, ლორწოვანის გაღიზიანების დროს.
მონოციტოპენია (მონოციტების შემცირება) ყალიბდება სიმსივნური პროცესების უკანასკნელ ეტაპზე.
თრომბოციტები სისხლის შედედებაში მონაწილე უჯრედებია.
თრომბოციტოპენია - (თრომბოციტების ნაკლებობა) თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება.
თრომბოციტოპათია - მათი ფუნქციის დარღვევა სისხლდენისადმი მიდრეკილებაზე მიუთითებს.
თრომბოციტოზი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმი წარმოქმნის ჭარბი რაოდენობით თრომბიციტებს. თრომბოციტები მონაწილეობენ სისხლის შედედებაში. თუ მდგომარეობა გამოწვეულია სხვა დაავადებით, მაგალითად ინფექციით, მას რეაქტიული თრომბოციტოზი ანუ მეორადი თრომბოციტემია ეწოდება.
ექიმმა შეიძლება თრომბოციტოზი აღმოაჩინოს სისხლის საერთო ანალიზის შედეგად. თუ სისხლის ანალიზი გიჩვენებთ თრომბოციტოზს, მნიშვნელოვანია დადგენა რეაქტიულია თრომბოციტოზი თუ ესენციური, რომლის დროსაც უფრო დიდი რისკია თრომბების წარმოქმნის.
C რეაქტიული ცილა (CRP)
CRP არის მწვავე ფაზის რეაქტანტი, რომელიც სინთეზირდება ღვიძლში და გამოიყოფა ანთების დროს. ანთების დროს ორგანიზმში გამოყოფილი CRP ააქტიურებს კომპლემენტს, რასაც შემდგომში მოყვება ფაგოციტოზი მაკროფაგების მიერ.
რატომ კეთდება CRP-ს ტესტი?
CRP-ს ძირითადად იყენებენ ორგანიზმში ანთებითი პროცესის მიმდინარეობის დასადგენად. CRP აგრეთვე გამოიყენება სისტემური დაავადებების მიმდინარეობის შესაფასებლად (მაგ; რევმატოიდული ართრიტი, ვასკულიტები), ასევე ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების ეფექტურობის დასადგენად.
როგორ მოვემზადოთ ანალიზისთვის და რა არის საჭირო ანალიზის გასაკეთებლად?
სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.
რას ნიშნავს მომატებული CRP?
ტესტის დადებითი შედეგი ორგანიზმში ანთების მანიშნებელია.
CRP მატულობს შემდეგი დაავადებების დროს:
- ინფექციები
- ნაწლავის ანთებითი დაავადებები
- რევმატოიდული ანთება
- რევმატოიდული ცხელება
(საჭირო ინფორმაცია) - CRP მატულობს ორსულობის ბოლო ტრიმესტრში და კონტრაცეფტივების მიღების შემდეგ.
D-დიმერი
D-დიმერი არის ფიბრინის დეგრადაციის პროდუქტი, პატარა ზომის ცილის ფრაგმენტი, რომელიც სისხლში კოლტის დაშლის შედეგად ჩნდება.
D-დიმერი მიუთითებს ორგანიზმში თრომბის არსებობაზე, თუმცა არ მიუთითებს თრომბის მდებარეობას.
რატომ კეთდება D-დიმერის ტესტი?
D-დიმერის ტესტი კეთდება ორგანიზმში თრომბის არსებობის გამოსარიცხად.
D-დიმერის ტესტი გამოიყენება საშუალო და დაბალი რისკის მქონე პაციენტებში (თრომბის განვითრების თვალსაზრისით) პულმონური ემბოლიისა და ღრმა ვენური თრომბოზის გამოსარიცხად.
როგორ მოვემზადოთ ანალიზისთვის და რა არის საჭირო ანალიზის გასაკეთებლად?
სპეციალური მომზადება საჭირო არ არის. ანალიზის გასაკეთებლად საჭიროა ვენური სისხლი.
რას ნიშნავს მომატებული D-დიმერი?
მომატებული D-დიმერი მიუთითებს ორგანიზმში თრომბის არსებობაზე, თუმცა არ მიუთითებს თრომბის მდებარეობას.
D-დიმერი მატულობს შემდეგი დაავადებების დროს:
- ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია;
- ღრმა ვენური თრომბოზი;
- DIC - სინდრომი (დისემინებული, ინტრავასკულური კოაგულაცია) – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სისხძარღვებში სისიხლის მიმოქცევის დარღვევა, ფიბრინოლიტიკური და სისხლის მიმოქცევის სისტემის კომპონენტების გამოფიტვა, თრომბოზისკენ და სისხლის შედედებისკენ მიდრეკილება, ორგანოებში მიკროცირკულაციის დარღვევა, რასაც მივყავართ მისი დისტროფიისა და დისფუნქციისკენ.
- აორტის განშრევება;
- ღვიძლის კარის ვენის თრომბოზი
კოაგულოგრამა მნიშვნელოვან ინფორმაციას გავწვდის: სისხლდენების, - ქირურგიული ჩარევების,
- თრომბოზების განვითარებისა და მათი პროფილაქტიკის,
- სისხლძარღვოვანი დაავადებების,
- ღვიძლის დაავადებების,
- ინსულტებისა და ინფარქტების დროს.
გარდა ამისა, ანტიკოაგულანტებით მკურნალობისას ის ეხმარება ექიმს, სწორად შეურჩიოს პაციენტს ანტიკოაგულანტის დოზა. ასევე კოაგულოგრამით ფასდება თრომბოზის რისკი ორსულობისა და პერორალური კონტრაცეპტივების მიღების პერიოდში.
აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო (APTT); APTT - ერთ-ერთი ყველაზე ინფორმაციული ტესტია სისხლის შედედების სისტემაზე წარმოდგენის შესაქმნელად. ნორმის საზღვრები - L (24.3 - 36.9)
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)