Baby Bag

,,დღეს საკმაოდ უცნაური ზარი შემოვიდა'' - გიორგი ღოღობერიძე ფეხმძიმობისას ვიტამინების მიღებაზე საუბრობს

,,დღეს საკმაოდ უცნაური ზარი შემოვიდა'' - გიორგი ღოღობერიძე ფეხმძიმობისას ვიტამინების მიღებაზე საუბრობს

ექიმი გიორგი ღოღობერიძე ფეხმძიმობისას ვიტამინების მიღებაზე საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

,,დღეს საკმაოდ უცნაური ზარი შემოვიდა, სადაც ფეხმძიმე ქალბატონი მიყვებოდა, რომ ის A, C და D ვიტამინს სვამდა!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფეხმძიმეების შემთხვევაში A ვიტამინის მიღება ძალიან სახიფათოა!
ეს ვიტამინი ტერატოგენურია ანუ ჩანასახის (ემბრიონის) განვითარებას ხელს უშლის! 

ფეხმძიმობის პირველ თვეებში მისი მაღალ დოზებში მიღება შეიძლება დასრულდეს:
  • გულის მანკების განვითარებით;
  • თიმუსის არარსებობით;
  • სახის განვითარების დეფექტებით!
გთხოვთ, ფეხმძიმობის პერიოდში ექიმის გარეშე ნუ მიიღებთ A ვიტამინს ან სხვა მედიკამენტს!,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე. 

შეიძლება დაინტერესდეთ

3 მარტივი გზა, თუ ფრჩხილები ადვილად გტყდება და თმა მარტივად გცვივა

3 მარტივი გზა, თუ ფრჩხილები ადვილად გტყდება და თმა მარტივად გცვივა

თუ ფრჩხილები მარტივად გტყდებათ და თმა გცვივათ, ექიმ გიორგი ღოღობერიძის რჩევებს მოუსმინეთ. 

წაიკითხეთ სრულად