„ჩემდა გასაკვირად, კოვიდის გადატანის შემდეგ ბევრ ადამიანს არ უფიქსირდება ანტისხეულები ორგანიზმში. რამოდენიმე დღის წინ ახალ ზელანდიაში კვლევა გამოქვეყნდა, სადაც შეაფასეს ადამიანების ანტისხეულები. როდესაც ორგანიზმში ვირუსი შემოდის, მას ძალიან ბევრი კომპონენტი აქვს, გარედან გვირგვინები, ათასი კაფსიდი და ა.შ. ადამიანის ორგანიზმი თითოეული კომპონენტის მიმართ ცალ-ცალკე ანტისხეულებს გამოიმუშავებს. ბევრი სახეობის ანტისხეული ყალიბდებდა. ამ ანტისხეულებს შორის რომელი გაქრება, რომელი დარჩება, ეს საკითხი ახლა არის დახვეწის პროცესში. მთელ მსოფლიოში გაურკვეველია ჯერ ეს საკითხი. როდესაც ახალ ზელანდიაში კვლევა ჩაატარეს, აღმოჩნდა, რომ ცალკეული ანტისხეულები უფრო მალე გაქრა, ზოგი კი დიდხანს შენარჩუნდა. ზოგიერთი ანტისხეული უფრო გამძლე აღმოჩნდა და რვა თვე დარჩა.“
ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, თუ ტესტი ანტისხეულებს არ აჩვენებს, შესაძლოა, ეს უჯრედული იმუნიტეტის ჩამოყალიბებაზე მიგვანიშნებდეს:
„ადამიანებს ფრუსტრაციაში აგდებს ის, რომ არ რჩებათ ანტისხეულები. ეს იმას ნიშნავს, რომ ანტისხეულები გაქვს, მაგრამ ვერ აღმოაჩინა ტესტმა, ან ჩამოგიყალიბდა უჯრედული იმუნიტეტი, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე ანტისხეულებით იმუნიტეტი, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ინფექცია მალე დაემართება ადამიანს. თუ ანტისხეულები არ დაფიქსირდება, მაინც გაქვთ გარანტია, რომ ვირუსი მინიმუმ 6-8 თვე არ დაგემართებათ.“
„მსოფლიოში რამდენიმე შემთხვევა არის რეინფიცირების, მაგრამ არ არის ეს მასობრივი. ვირუსი მუტაციებს განიცდის. იმის ალბათობა, რომ ადამიანს ვირუსი განსხვავებული შტამით დაემართოს, რა თქმა უნდა, არსებობს. საბედნიეროდ, ვირუსს კარდინალური და აგრესიული მუტაცია ჯერ არ განუცდია, ამიტომაც მასობრივი რეინფიცირება არ არის. პაციენტებში, რომლებმაც მსუბუქად გადაიტანეს ვირუსი, მანეიტრალიზებელი ანტისხეულები ნაკლებადაა, რაც იმას გულისხმობს, რომ მათი პლაზმა სხვა ადამიანს არ გამოადგება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს, რომელსაც კოვიდი მსუბუქად ჰქონდა, იმუნური დაცვა არ აქვს,“ - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.
წყარო: დილის შოუ
არ დაგავიწყდეთ !!!
დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები