„ყველა ველოდებით როდის ჩამოგვივა ვაქცინები. რაღაც ნაშრომები წამოვიდა, რომ ბუნებრივ ინფექციაზე კარგ იმუნიტეტს დატოვებს ვაქცინა. კორონავირუსი საკმაოდ ვერაგი ვირუსია. ის ჩვენი იმუნიტეტის დათრგუნვაზეც მუშაობს. ვაქცინას ეს არ ექნება. ვაქცინა მარტო იმუნიტეტის გამომუშავებაზე იქნება ორიენტირებული.“
პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსი ძლიერ მუტაციებს არ განიცდის და გრიპისგან განსხვავებით ნაკლები სახეცვლილებებით ხასიათდება:
„მიუხედავად იმისა, რომ მუტაციები ხდება, როგორც გითხარით, დღეისთვის გენომის მხოლოდ 0,1 პროცენტია შეცვლილი. გრიპის ვირუსი სულ იცვლება. კორონავირუსი ასე არ იქნება. რადგან ამბობენ, რომ ვაქცინა უფრო მეტ იმუნიტეტს გამოიმუშავებს, ვიდრე კოვიდის გადატანა, საუბარია იმაზეც, რომ ვინც გადაიტანა ვირუსი, ისინიც უნდა აიცრან. ვნახოთ, რა იქნება. ვაქცინა უკვე შორს აღარ არის. თუ ძველი კორონავირუსების გათვალისწინებით ვიანგარიშებთ, ერთი-ორი წელი მაინც უნდა იყოს იმუნიტეტი იმ ადამიანებში, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა. ბევრი არის, რომ არ რჩებათ ანტისხეულები ორგანიზმში. უჯრედული იმუნიტეტი უფრო დიდხანს ნარჩუნდება. იმაზეცაა საუბარი, რომ შარშან და შარშანწინ სხვა ტიპის კორონავირუსები ვისაც აქვს გადატანილი, ისინი უფრო მსუბუქად გადაიტანენ ვირუსს. ჯერ ბოლომდე ამ ვირუსზე არაფერი ვიცით. უამრავი რამ ქვეყნდება. ვინ რას წერს, ღმერთმა უწყის.“
„დღეს ვიცით რა? ერთი ის, რომ დაველოდოთ ვაქცინას, უკვე მალე იქნება. მეორე ის, რომ ნიღაბი ვატაროთ და დისტანცია დავიცვათ. ვფიქრობ, გაზაფხულამდე ჩვენი მოსახლეობის 30 % იქნება ვირუსისადმი იმუნური. ვირუსის რომ აღარ გვეშინოდეს და პირბადე აღარ დაგვჭირდეს, ჯერ ადრეა ამისთვის. 30 % არაფერს გააჩერებს. მოსახლეობაში რომ ვირუსი არ გავრცელდეს, 70 % მაინც უნდა იყოს იმუნური, რომ კოვიდიც გახდეს ზამთრის ჩვეულებრივი სეზონური ვირუსი,“ - აცხადებს პაატა იმნაძე.
წყარო: პულსი ტვ - „მონაგარი“
არ დაგავიწყდეთ !!!
დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები