დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ვიტამინები და მინერალები, რომლებიც მეტაბოლიზმს აჩქარებენ - ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.
განვიხილოთ ვიტამინების და მინერალების მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ჩამონათვალი, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი მეტაბოლიზმის (საკუთრივ მეტაბოლიზმზე და ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ ვიტამინებსა და მინერალებზე ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ წინა რუბრიკებში) აჩქარებას.
მეტაბოლიზმზე დადებით გავლენას ახდენენ: B და D ჯგუფის ვიტამინები, ასევე მინერალები: კალციუმი, რკინა და მაგნიუმი. ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთის რეკომენდებულია ზემოთ ჩამოთვლილი ვიტამინებისა და მინერალების დონე ორგანიზმში გვქონდეს ნორმის ფარგლებში, ამიტომ კვების რაციონი მუდმივად უნდა გავამდიდროთ მათი შემცველობის საკვებით.
B ჯგუფის ვიტამინები - საკვები, რომლებიც შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს: უცხიმო ხორცი და ზღვის პროდუქტები, მარცვლეული: მათ შორის, ქერი და ყავისფერი ბრინჯი, რძის პროდუქტები, კვერცხი, ზოგიერთი ხილი, მაგალითად, ბანანი, ვაშლი, ყურძენი და საზამთრო, თხილი, ზოგიერთი ბოსტნეული, მათ შორის, ისპანახი, კარტოფილი და გოგრა.
D ვიტამინი - საკვები, რომელიც შეიცავს D ვიტამინს: კვერცხის გული, ცხიმიანი თევზი, საქონლის ღვიძლი, რძის ნაწარმი, სოკოს ზოგიერთი ტიპი.
რკინა - რკინის წყაროა: ხორცი, ლობიო, წიწიბურა, ყავისფერი ბრინჯი, თხილი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, სოიო.
მაგნიუმი- მაგნიუმით მდიდარი საკვებია: თხილეული, პარკოსნები, ისპანახი, ორაგული, კარტოფილი.
აქვე გვახსოვდეს, რომ თუ ორგანიზმს აქვს რომელიმე ვიტამინის ან მინერალის დეფიციტი, რთულია დეფიციტის მხოლოდ საკვებით შევსება, ასეთ დროს რეკომედებულია ექიმის მეთვაყურეობის ქვეშ დანამატების სახით მათი მიღება, ხოლო დაბალანსებული, რაციონალური და მრავალფეროვანი კვება კი დაგვეხმარება პრევენციული ზომების მიღებაში.
აი, როგორ აქციო იმუნური სისტემა ძალიან ძლიერად - 5 მარტივი რჩევა გიორგი ღოღობერიძისგან
აი, როგორ აქციო იმუნური სისტემა ძალიან ძლიერად - 5 მარტივი რჩევა გიორგი ღოღობერიძისგან:
1. საკვები - თუ გინდათ, რომ უმუნური სისტემა იყოს ძლიერი, ძალიან მნიშვნელოვანია რომ მსხვილ ნაწვალში იყოს სწორი ბაქტერიული ფლორა. ამ კუთხით გამოგადგებათ სწორი საკვები, ერთ-ერთია იოგურტი. ასევე მნიშვნელოვანია ვიტამინებით სავსე საკვები. მაგალითად, ვიტამინი B6, რომელიც არის ქათამში, ორაგულში, ტუნაში, ბანანში, ასევე, ნებისმიერ მწვანე ბოსტნეულში, კარტოფილში. C ვიტამინი ისევე, როგორც E ვიტამინი სჭირდება ჩვენს ორგანიზმს, ისინი ანტიოქსიდანტები არია. C ვიტამინი არის ციტრუსებში, ასევე პომიდორი არის C ვიტამინის კარგი წყარო. რაც შეეხება E ვიტამინს, ამ ვიტამინით სავსეა ნუში, მიწის თხილის კარაქი, მზესუმზირა.
2. ვარჯიში - ვარჯიშის დროს იკუმშება კუნთები და მოძრაობს ლიმფა (სითხე), სადაც არის ლეიკოციტები, ლიმფოციტები. რაც უფრო აქტიურია ადამიანი, მით მეტად მოძრაობს ლიმფა და მით უფრო ძლიერია იმუნური სისტემაც. ნახევარი საათი საკმარისია იმისთვის, რომ ლიმფა იყოს მოძრავი. ვარჯიში უნდა იყოს რეგულარული.
3. ჰიდრატაცია - დღეში 2 ან 2,5 ლიტრი უნდა მიიღოს ორგანიზმმა. ლიმფის 96% არის სითხე, ამიტომ ადამიანმა სითხეები უნდა მიიღოს, რომ ლიმფა იყოს კარგად ჰიდრატირებული.
4. ძილი - თუ არ სძინავს ადამიანს, მისი იმუნური სისტემა დანგრეულია. ზრდასრულ ადამიანს უნდა ეძინოს 7 საათზე მეტი. ძილი უნდა იყოს ხარისხიანი, ოთახი უნდა იყოს გრილი, არ უნდა იყოს სინათლე, უნდა ნიავდებოდეს, უშუალოდ ძილის წინ არ უნდა ივარჯიშოთ და არც საკვები მიიღოთ. გარდა ამისა, ოთახი უნდა იყოს მყუდრო.
5. სტრესის შემცირება - სტრესი იმუნურ სისტემას თრგუნავს და მიდრეკილი ხდები ინფექციებისკენ. ხშირად უნდა გაიღიმოთ, ისწავლეთ უარის თქმა, ჩახუტება, მუსიკის მოსმენა... არ მიიღოთ ენერგეტიკული სასმელები და დანამატები.