დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა განიხილავს საკვების კომბინაციებს, რომელთა ერთად გამოყენება არ არის რეკომენდებული.
1. ბანანი და რძე - საკვები კომბინაცია, რომელიც ასტიმულირებს ორგანიზმში ტოქსინის გამომუშავებას, იგი ადუნებს ორგანიზმს. ალბათ შეგიმჩნევიათ რამდენად იმატებს ძილიანობა ბანანის სმუზის მიღების შემდეგ. ეს კომბინაცია იწვევს სხეულში ნახველისა და ლორწოს მომატებულ დონეს, ამიტომ უმჯობესია, თავიდან აიცილონ განსაკუთრებით სხვადასხვა ინფექციით ინფიცირებულმა ან უბრალოდ გაციებულმა ბავშვებმა. ბანანი და რძის კომბინაცია ასევე რისკის ფაქტორია ასთმით დაავადებული ბავშვებისთვის.
2. ჩაი და რძე - ჩაის უმეტესობაში ბევრი ანტიოქსიდანტია, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში ანთების შემცირებას. მაგრამ თუ დავუმატებთ რძეს, რძეში შემავალი ცილები უკავშირდება ჩაის ანტიოქსიდანტებს და ხელს უშლის მათ ათვისებას. შესაბამისად, აღნიშნული კომბინაცია არ არის რეკომენდებული.
3. ალკოჰოლი და ენერგეტიკული სასმელები - ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კომბინაცია ორგანიზმისთვის. ასეთ დროს იზრდება გულის შეტევის, არტერიული ჰიპერტენზიის და არითმიის (გულის წუთმოცულობის დარღვევა) რისკი.
4. პური და ჯემი - სწრაფად ათვისებადი ნახშირწყლების ნაზავი, რომლებიც შეიცავენ ძალიან დიდი რაოდენობით შაქარს, ერთ-ერთი წამყვანი კომბინაციაა წონის მატებაში.
5. ხილი და ბოსტნეული - ორივე არის პროდუქტთა განსხვავებული ჯგუფი და მათი მონელება წარმოებს განსხვავებულად. ხილი მონელდება პირველი, რაც უკვე ხელს შეუშლის შემდგომ ბოსტნეულების მონელებას და მათგან საჭირო ვიტამინების და მინერალების ათვისებას ორგანიზმის მიერ.
6. ცილა და სახამებელი (ხორცი და მაკარონი, ყველი, ხორცი და მაკარონი, კარტოფილი, ხორცი და ყველი და ა.შ.) - მათ შორის ყველაზე გავრცელებული მაგ: ჩიზბურგერები, ცილა ნელდება კუჭში მჟავას მეშვეობით, ხოლო სახამებელი, ფუნთუშა ან მაკარონი იწვევს ისეთი ფერმენტის გამოყოფას, რომელიც ქმნის ტუტე მდგომარეობას და შესაბამისად, ანეიტრალებს ცილისთვის საჭირო მჟავე გარემოს, ამიტომ ეს კომბინაცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერია კუჭ-ნაწლავის სისტემის.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, „ფასდაკლებები დედებისთვის“ (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „ფასდაკლებები დედებისთვის“)
„ფეხშიშველი სიარული უკეთესია უსწორმასწორო ზედაპირზე, პარკეტზე სჯობს, რომ არა,“ - ორთოპედი ქეთევან გოცირიძე
ორთოპედმა ქეთევან გოცირიძემ ბავშვებში ბრტყელტერფიანობის პრობლემის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ტერფის ჯანსაღი განვითარებისთვის აჯობებს, თუ ბავშვი ფეხშიშველი უსწორმასწორო ზედაპირზე ივლის:
„ფეხშიშველი სიარული უკეთესია უსწორმასწორო ზედაპირზე. თუ სახლში ხელოვნურად შევქმნით ამ უსწორმასწორო ზედაპირს, კარგია. პარკეტზე სჯობს, რომ არა. თუ ბავშვი ძალიან კომფორტულად გრძნობს ასე თავს, თუ ჯანმრთელია, შეიძლება ასეც გავუშვათ. თუ ეზოიანი სახლი გვაქვს, ეზოში შეუძლიათ ბავშვებს ფეხშიშველებმა ირბინონ, აგარაკზე ,ზღვის სანაპიროზე ძალიან კარგია. ინდოეთში გააკეთეს ცდა. ორი ჯგუფი გამოიკვლიეს. ერთი ჯგუფი იყო ფეხშიშველი გაზრდილი, მეორე ჯგუფი ჩვეულებრივად ფეხსაცმელში გაზრდილი. აღმოჩნდა, რომ იმ ჯგუფში, რომელიც ფეხშიშველი გაიზარდა სამჯერ უფრო ნაკლები იყო ბრტყელტერფიანობა, ვიდრე იმ ჯგუფში, რომელიც ფეხსაცმლით იზრდებოდა.“
ქეთევან გოცირიძემ აღნიშნა, რომ ტერფის სწორად ჩამოყალიბებისთვის სპორტულ აქტივობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს:
„იმისთვის, რომ ტერფი სწორად ჩამოყალიბდეს, საჭიროა, რომ ბავშვმა სპორტული აქტივობები აკეთოს. ძალიან კარგია ცურვა, ბატუტზე ხტუნვა. ცოტა ნაკლებად ვურჩევთ ტანვარჯიშს. არ ვუწევთ რეკომენდაციას გაჭიმვებს და გაწელვებს. ამ ბავშვებს ისედაც ზოგადი დისპლაზიის ფონი აქვთ, მოდუნებული აქვთ სახსრები. ეს ზედმეტი დაჭიმვები კიდევ უფრო მეტად აზიანებთ. ფეხის წვერებზე სიარული ძალიან კარგია, ქუსლებზე სიარულიც. შეგვიძლია ეს ვარჯიშები სახლში ვაკეთებინოთ. შეგვიძლია დავუდოთ ფანქარი ან პირსახოცი, რომელსაც თითებით მოიზიდავს თავისკენ. არაჩვეულებრივია ქართული ცეკვა, ოღონდ არაპროფესიონალური, რა თქმა უნდა ,თუ ბავშვს პრობლემა აქვს. თუ პრობლემა არ აქვს და ჯანმრთელია, შეუძლია პროფესიონალი მოცეკვავეც გამოვიდეს.“
ქეთევან გოცირიძის თქმით, ბრტყელტერფიანობის პრობლემის მქონე ბავშვებისთვის ცურვა არასდროს იკრძალება:
„თუ საქმე გვაქვს რიგიდულ ბრტყელ ტერფთან, სადაც უკვე ძვლოვანი დეფორმაციაა, კოჭის ძვალი დაშვებულია და უკვე ეხება საყრდენ ზედაპირს, ეს ტკივილს იწვევს და სპორტი უნდა შევურჩიოთ. ცურვას არასდროს ვუკრძალავთ ბრტყელი ტერფის დროს. ზედმეტი სირბილი არ გვინდა, ამ დროს ბალეტზე არ გვინდა, რომ შეიყვანონ ბავშვები. ეს ტერფისთვის მეტი დატვირთვაა და ტკივილს უფრო აძლიერებს. ძალიან კარგია ფეხშიშველი ველოსიპედის ტარება, ცხენოსნობა.“
„ბრტყელი ტერფი დახედვითაც კარგად ჩანს. შეგიძლიათ ბავშვს ფეხი დაუსველოთ და ზედაპირზე დაადებინოთ, სადაც ანაბეჭდი გამოჩნდება. როდესაც თაღი არ აღიბეჭდება, ე.ი. ბრტყელტერფიანობასთან გვაქვს საქმე. იმის განსხვავებაც შეგვიძლია ტერფი მოქნილია თუ რიგიდული. ბრტყელტერფიან ადამიანებს უჭირთ დატვირთვა, ადვილად იღლებიან. ძირითადად საღამოს სტკივათ ტერფები, როდესაც ბევრს ივლიან. ამან შეიძლება გამოიწვიოს თავის, წელის ტკივილიც,“- ქეთევან გოცირიძემ აღნიშნულ პრობლემაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.