Baby Bag

6 წლის აუცრელი ბავშვი ტეტანუსით დაავადდა - ტეტანუსის პირველი შემთხვევა 30 წლის განმავლობაში

6 წლის აუცრელი ბავშვი ტეტანუსით დაავადდა  - ტეტანუსის პირველი შემთხვევა 30 წლის განმავლობაში

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია ტეტანუსით დაავადებული ბავშვის შესახებ საზოგადოებას საგანგაშო ინფორმაციას ​ამცნობს:

„აბსურდულ, არაკომპეტენტურ, ალოგიკურ მსჯელობებზე და ბოდვებზე დაფუძნებული, მავნებლური ანტივაქსერული მოძრაობის შედეგად არავაქცინირებული ანუ დაუცველი ბავშვების რიცხვი გაიზარდა და ამის შედეგად ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ-ი პირველი ტეტანუსის შემთხვევა დაფიქსირდა.

პაციენტი 6 წლის ბიჭი;

დიაგნოზი: ტეტანუსი;

მკურნალობის ხანგრძლივობა 57 დღე;

მკურნალობის ხარჯი: 800 000$.

მიუხედავად იმისა, რომ 57 დღე ბავშვმა სრულ კოშმარში და ტანჯვაში გაატარა და ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს, მშობლები მაინც უარს ამბობენ ვაქცინაზე.

ტეტანუსი სიცოცხლისთვის საშიში მწვავე ინფექციური დაავადებაა, რასაც ახასიათებს კუნთების რიგიდობა და გაუსაძლისი ტკივილები, პაციენტი რეალურად კვდება ტანჯვით. ამ საშინელი დაავადების კონტროლი კაცობრიობამ შეძლო ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნით, რომელიც უსაფრთხოა და თითქმის 100%-ანი ეფექტურობით გამოირჩევა,“ - აღნიშნავს არჩილ მარშანია საკუთარ ფეისბუქზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

რამდენი ჭიქა ყავა უნდა დალიოს ადამიანმა, რომ ის იყოს სასარგებლო? - გიორგი ღოღობერიძე ყავაზე საუბრობს

რამდენი ჭიქა ყავა უნდა დალიოს ადამიანმა, რომ ის იყოს სასარგებლო? - გიორგი ღოღობერიძე ყავაზე საუბრობს

ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე ყავაზე საუბრობს. 

მისი თქმით, დღე-ღამის განმავლობაში 400 მილიგრამი, რაც დაახლოებით 3-4 ჭიქა ყავაა, არის ნორმა. 

,,თუ ადამიანი დღე-ღამეში სვამს 4 ჭიქა ყავას, მისი სიკვდილიანობის რიცხი 16%-ით, ხოლო გულის დაავადებების რისკი კი 21%-ით მცირდება'' - დასძენს გიორგი ღოღობერიძე. 

ნახეთ ვიდეო

 

წაიკითხეთ სრულად