„არა აქვს აზრი „კლასტერების ძიებას“ და ვირუსმატარებლის თვლას, მოახდინე ყველაზე სარისკოს დაცვა და მიხედე ავადმყოფებს“, - ამის შესახებ გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს:
„10-მილიონიან შვედეთს 376 კორონიანი უწევს ინტენსიურში. ნუთუ ამას ამდენი არითმეტიკა უნდა, რომ, რაც მეტია ინფიცირებული და ნაკლებია ავადმყოფი, მით უფრო მეტია იმუნიტეტი?
ამ ზაფხულში მთელი შვედეთი გადაიტანს ამ დაავადებას. შვედები ითვლიან არა ინფიცირებულს, არამედ ავადმყოფს, ისევე, ზუსტად ისევე, როგორც ეს 2019 წლის მსოფლიო პანდემიის გლოსარში წერია.
არის პანდემია? არა აქვს აზრი „კლასტერების ძიებას“ და ვირუსმატარებლის თვლას, მოახდინე ყველაზე სარისკოს დაცვა და მიხედე ავადმყოფებს.
ნუთუ ასე ძნელია ამის ყველაფრის აღქმა?
მიდის ახლა დიდი ბრიტანეთის გაზეთებში პროპაგანდა, რომ შვედეთს თურმე ყველაზე მაღალი „ახალინფიცირებულის“ რიცხვი აქვსო. „ვირუსმატარებლის“ რიცხვია ეს და ავადმყოფი სხვაა,“ - წერს ექიმი იაგო ფრანგიშვილი.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
საჯარო სკოლებში გამოცხადებული არდადეგები ეხებათ თუ არა მასწავლებლებს - განათლების სამინისტროს განმარტება
მას შემდეგ, რაც საჯარო სკოლებში კორონავირუსთან დაკავშირებით, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების გამო საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა, Momsedu.ge-ს არაერთი მასწავლებელი დაუკავშირდა კითხვით - არდადეგები მათაც ეხებათ თუ მხოლოდ მოსწავლეებს?
როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურში განგვიმარტეს, სკოლებშიარდადეგები ყველასთვის გამოცხადდა:
„როგორც მოგეხსენებათ, 29 თებერვალს, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხული არდადეგები გახანგრძლივდა. სკოლებში არდადეგები ყველასთვის გამოცხადდა. თუმცა საჭიროებიდან გამომდინარე, სკოლებში აუცილებელია იმყოფებოდენენ ის პირები, რომლებიც მეთვალყურეობას გაუწევენ სადეზინფექციო პროცესს.
გამომდინარე იქიდან, რომ დაწყებულია პირველკლასელთა რეგისტრაცია, ასევე საჭიროებიდან გამომდინარე, აუცილებელია სკოლებში იმყოფებოდნენ მოსწავლეთა მშობლებთან საკონტაქტო პირები,“ - უთხრეს Momsedu.ge-ს სამინისტროს პრესსამსახურში.
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“.