„არა აქვს აზრი „კლასტერების ძიებას“ და ვირუსმატარებლის თვლას, მოახდინე ყველაზე სარისკოს დაცვა და მიხედე ავადმყოფებს“, - ამის შესახებ გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს:
„10-მილიონიან შვედეთს 376 კორონიანი უწევს ინტენსიურში. ნუთუ ამას ამდენი არითმეტიკა უნდა, რომ, რაც მეტია ინფიცირებული და ნაკლებია ავადმყოფი, მით უფრო მეტია იმუნიტეტი?
ამ ზაფხულში მთელი შვედეთი გადაიტანს ამ დაავადებას. შვედები ითვლიან არა ინფიცირებულს, არამედ ავადმყოფს, ისევე, ზუსტად ისევე, როგორც ეს 2019 წლის მსოფლიო პანდემიის გლოსარში წერია.
არის პანდემია? არა აქვს აზრი „კლასტერების ძიებას“ და ვირუსმატარებლის თვლას, მოახდინე ყველაზე სარისკოს დაცვა და მიხედე ავადმყოფებს.
ნუთუ ასე ძნელია ამის ყველაფრის აღქმა?
მიდის ახლა დიდი ბრიტანეთის გაზეთებში პროპაგანდა, რომ შვედეთს თურმე ყველაზე მაღალი „ახალინფიცირებულის“ რიცხვი აქვსო. „ვირუსმატარებლის“ რიცხვია ეს და ავადმყოფი სხვაა,“ - წერს ექიმი იაგო ფრანგიშვილი.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ეს სერიოზული გარღვევაა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ - პედიატრი ივანე ჩხაიძე
პედიატრმა ივანე ჩხაიძემ საქართველოში შემოსული მონოკლონური ანტისხეულების შესახებ ისაუბრა და კოვიდ-19-ის წინააღმდეგ აღნიშნული მედიკამენტების ეფექტიანობას გაუსვა ხაზი:
„გეტყვით იმ წამლების შესახებ, რომელიც უკვე შემოვიდა ქვეყანაში. ამ მედიკამენტების გამოყენება უკვე 10 ნოემბრიდან დაიწყება. ეს არის ორი ჯგუფის მედიკამენტი. პირველი განსაზღვრულია შედარებით მსუბუქი მიმდინარეობისთვის. ეს არიან პაციენტები, რომლებიც ბინაზე არიან და მათთან ერთჯერადი ინტრავენური გადასხმით შეიძლება თავიდან ავიცილოთ დამძიმება.“
ივანე ჩხაიძის თქმით, მეორე ჯგუფის ანტისხეულები ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი:
„სხვა სახის მედიკამენტებზე მუშაობა მიმდინარეობს. ცოტა ძნელი წარმოსადგენია, რომ უახლოეს პერიოდში ეს მედიკამენტები საქართველოში შემოვიდეს იმ რაოდენობით, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ეყოს. ჯერჯერობით ჩვენ ვრჩებით ვაქცინაციის იმედად და მხოლოდ ეს არის ჩვენი რესურსი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის,“ - აღნიშნულ საკითხზე ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირაში“ გამართულ ბრიფინზე ისაუბრა.