გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი კორონავირუსთან დაკავშირებით საინტერესო პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის ნათქვამს:
„დონალდ ტრამპს 5 წელი ვეძახეთ, ვაგინეთ, დავცინეთ, რომ ფაქტებს არაფრად აგდებს და საკუთარ ფაქტებს პროდუცირებსო, ამას ფეიკნიუსი დავარქვით.
ახლა რა დავარქვა მაგალითად მსოფლიოს კი არა, გერმანიის ნოსტრადამისეულ და დამპანიკებელ კორონას ინფო ბრძოლას და პროპაგანდას?
სტატისტიკური მონაცემები ყოველდღე აქტუალური. ვითვლით ინფიცირებულთა კი არა, ვირუსმატარებელთა რიცხვს და ვაპანიკებთ ადამიანებს, დავიღუპებითო.
დეკემბერში, როცა ახალვირუსმატარებელთა ყოველდღიური რიცხვი 20 ათასზე მეტი იყო გერმანიაში, ყოველღიური სიკვდილიანობა იყო ათასზე მეტი, ანუ საერთო ბუნებრივი სიკვდილიანობის დაახლოებით 30%. დღეს, როცა ახლადვირუსმატარებელთა იგივე და უფრო მეტი რიცხვია, სიკვდილიანობის მაჩვენებელია 5-ჯერ ნაკლები. კორონათი სიკვდილიანობა 6-ჯერ შემცირდა და შეადგენს ბუნებრივი სიკვდილიანობის 5%-საც კი არა.
ინფექციური დაავადებები ბუნებრივი სიკვდილიანობის დიდი წილით გამოირჩევა ყოველთვის. ასაკი, სხვადასხვა ქრონიკული დაავადება და ინფექცია გახლავთ უდიდესი რისკი, ყოველთვის ასე იყო და ასე დარჩება. ამას თან ისიც ემატება, რომ კორონაგადატანილი უკვე 140 მილიონზე მეტი ადამიანიდან მეორედ კორონათი ინფიცირების 30-მდე ფაქტია მთელს მსოფლიოში დაფიქსირებული. ანუ, კორონაგადატანილი საუკეთესო დაცვითაც გამოირჩევა და სხვისთვის ყველაზე უსაფრთხოა. ამ ფაქტის სრულ უგულებელყოფას რა დავარქვა, ესეც არ ვიცი. კორონაგადატანილები აცრილთა დადებით სტატისტიკაშიც კი არ მოიხსენიება, გარდა შვედეთისა. შვედები უსაფრთხო პიროვნების პირველ საფეხურზე კორონაგადატანილს და მერე კი სრულად აცრილს ასახელებენ. კორონაგადატანილი, განსხვავებით აცრილისაგან, ვირუსის არც მატატრებელია უკვე მეთოთხმეტე თვეა და ამიტომ არც არავის არ გადასდებს. ამ ფაქტს უნდა უგულვებელვყოფდეთ თუ პირიქით? ვამბობდეთ მაინც!!!
არალოქდაუნის შვედების 146 ათასი კორონიანიდან აქტუალურად 391 ადამიანია ინტენსიურ განყოფილებაში.
გავჩუმდებოდი და მეც ვიძახებდი, ამოიკეტეთ სახლებში, იზოლაციაში წადით, გარეთ და ტყეშიც პირბადეები ატარეთ და ერთმანეთს ათ მეტრზე ახლოს ნუ მიეკარებით-მეთქი, მაგრამ ფაქტებს რა ვუქნათ?
ფაქტია ისიც, რომ რეგულარული 28 000 ინტენსიურის საწოლიდან გერმანიაში კორონათი ინფიცირებული 4 900 პაციენტია და მართვით სუნთქვაზე აყვანილი - 2 700 (ამ ორშაბათიდან უკვე არაინვაზიურ დახმარებით სუნთქვასაც „ინტუბირებულად“ აღრიცხავენ).
რას იზამ, ვინც ითვლის, ითვლის ისე, როგორც სურს და მაინც ფაქტი რჩება ფაქტად.
გერმანიის სტატისტიკურ ბუნდესამტს პატარა ცუღლუტი კი შეუძლია, მაგრამ გაყალბებით ვერაფერს გააყალბებს,“ - წერს ექიმი იაგო ფრანგიშვილი.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
სტრესისა და კრიზისის პერიოდში ბავშვებს მეტი ურთიერთობა სჭირდებათ და ისინი ითხოვენ კიდეც მშობლების ყურადღებას - ჯანმოს რეკომენდაციები
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ახალი კორონავირუსის პირობებში ბავშვებზე მზრუნველ პირთათვის (მშობლები, სხვა ოჯახის წევრები, ძიძები და ა.შ.):
1. დაეხმარეთ ბავშვებს, მონახონ პოზიტიური გზები (მაგ., ხატვის საშუალებით და სხვ.), რომ გამოხატონ შემაწუხებელი გრძნობები - მაგ., შიში და სევდა. თითოეულ ბავშვს გამოხატვის თავისი გზა აქვს. ზოგჯერ ამაში ეხმარება ისეთ შემოქმედებით აქტივობებში ჩართვა, როგორიცაა თამაში, ხატვა, და ა.შ. შემაწუხებელი გრძნობების გამოხატვა/კომუნიკაცია უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში ეხმარება ბავშვებს, გაუმკლავდნენ სტრესს.
2. ამყოფეთ ბავშვები ახლოს თავის მშობლებთან და ოჯახთან, თუ ეს უსაფრთხოა ბავშვებისთვის და რამდენადაც ეს შესაძლებელია, თავი აარიდეთ ბავშვებისა და მათზე მზრუნველი ადამიანების (მშობლების, ძიძების და ა.შ.) დაცილებას. თუ აუცილებელი გახდა ბავშვის დაშორება მის ძირითად მზრუნველთან, მაშინ დარწმუნდით, რომ მას კარგ ალტერნატიულ ზრუნვას უწევენ და რომ სოციალური მუშაკი ან მისი ექვივალენტი რეგულარულად შეამოწმებს ბავშვის კეთილდღეობას. ამასთან, დაშორების პერიოდში, უზრუნველყავით ბავშვის რეგულარული კონტაქტი თავის ოჯახის წევრებთან/მზრუნველებთან - იქნება ეს დღეში ორჯერ სატელეფონო საუბარი, ან ვიდეოზარი, თუ სხვა, ასაკისთვის შესაფერისი კომუნიკაციის ფორმატი (მაგ, სოციალური მედია).
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
3. მაქსიმალურად შეინარჩუნეთ ჩვეული რუტინა, განსაკუთრებით, თუ ბავშვი სახლშია იზოლირებული. ჩართეთ ბავშვი ასაკისთვის შესაფერის აქტივობებში. რამდენადაც შესაძლებელია, წაახალისეთ ბავშვი, ჰქონდეს ურთიერთობა და ითამაშოს სხვებთან - თუნდაც საკუთარი ოჯახის წევრებთან, თუ ოჯახი იზოლაციის მდგომარეობაშია.
4. სტრესისა და კრიზისის პერიოდში ბავშვებს მეტი ურთიერთობა სჭირდებათ და ისინი ითხოვენ კიდეც მშობლების ყურადღებას. განიხილეთ კორონავირუსი თქვენს შვილებთან გულწრფელად და მათი ასაკისთვის შესაბამისი ფორმით. თუ შეატყობთ, რომ ბავშვი წუხს, განიხილეთ მისი წუხილი ერთობლივად, ამან შესაძლოა, შეამსუბუქოს მისი მდგომარეობა. ბავშვები აკვირდებიან ზრდასრულთა ემოციებსა და ქცევას და მათგან სწავლობენ რეაგირებას და ემოციების მართვას განსაცდელის სიტუაციაში.