„მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა თავისი პროცენტული მაჩვენებლით თითქმის უტოლდება ქალისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობას და საშუალოდ 40%-ს შეადგენს“
როდის ვსაუბრობთ მამაკაცისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობაზე, რა არის მიზეზები და ექვემდებარება თუ არა მკურნალობას? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს, საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაყრდნობით ესაუბრა რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, თსუ-ის დოქტორანტი, ლელა ირემაძე.
- უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებს შორის, მამაკაცის ფაქტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი გახლავთ, უფრო მეტიც, თავისი პროცენტული მაჩვენებლით თითქმის უტოლდება ქალისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობას და საშუალოდ 40%-ს შეადგენს.
დღეისათვის, მსოფლიოში ყოველი მე-7 რეპროდუქციული წყვილი უნაყოფოა, 2-3 წლის წინ ეს მაჩვენებელი 10-დან 1-ს შეადგენდა. აღნიშნული მიუთიუთებს პროცესის ზრდაზე. ხეშლემწყობ მიზეზებს შორის, მძიმე ეკოლოგიური ვითარება და არახელსაყრელი სოციალური ფაქტორები მოიაზრება. ამ მხრივ, ჩვენი ქვეყანაც არ არის გამონაკლისი.
- ძირითადად რა არის მამაკაცის უშვილობის მიზეზი?
- მამაკაცის უნაყოფობა არის მამაკაცის მიზეზით ქალის დაორსულების შეუძლებლობა. გამომწვევი მიზეზი მრავალია, მათ შორის წამყვანი გახლავთ:
იდიოპათიური;
გენეტიკური;
ენდოკრინული;
ვარიკოცელე;
იმუნოლოგიური;
შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები;
შარდ-სასქესო ორგანოების თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგიები და სხვა.
იდიოპათიური ანუ გაურკვეველი გენეზის ფაქტორი - ყველაზე ფართოდ გვხვდება სხვა მიზეზებს შორის და შემთხვევათა 40-50%-ს შეადგენს. ამ შემთხვევაში, გარდა სპერმოგრამისა, სხვა სისტემებში დარღვევა პრაქტიკულად არ არსებობს.
გენეტიკური ფაქტორი - მამაკაცისმიერი უნაყოფობის გამომწვევი მიზეზების შემთხვევაში 20-30-%-ში გვხვდება, იგი გულისხმობს ქრომოსომულ დარღვევას (რაოდენობრივი, სტრუქტურული), მონოგენური დაავადებების (ცისტური ფობროზი) არსებობას, მიტოქონდრიულ მუტაციებს, გენეტიკურად განპირობებულ ენდოკრინულ დარღვევებს.
ენდოკრინული ფაქტორი - მნიშვნელოვანი მიზეზია სხვა ფაქტორებს შორის, გვხდება 25-30%-ში. ენდოკრინული დარღვევებიდან ხშირია - ჰიპერპოლაქტინემია, ჰიპო/ჰიპერთირეოზი, ინსულინრეზისტენტობა ასოცირებული ჭარბ წონასთან/სიმსუქნესთან და სხვა.
ვარიკოცელე- ზოგად პოპულაციაში გვხვდება მამაკაცთა 15-16%-ში, ხოლო უნაყოფო მამაკაცების 30-35%-ში. უნაყოფობის შემთხვევაში ვარიკოცელეს მკურნალობის სტრატეგია (მედიკამენტური, ქირურგიული) დამოკიდებულია მის ხარისხზე და პაციენტის ჩივილებზე (ტკივილი, დისკომფორტი სათესლე ჯირკვლების პროექციაზე). მსუბუქი ხარისხის და/ან ასიმპტომური ვარიკოცელე არ საჭიროებს მკურნალობას.
სხვა მიზეზებს შორის მნიშვნელოვანია - ჭარბი ალკოჰოლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, ფიზიკური/სპორტული ზედატვირთვა, დღე-ღამური ბიორიტმის (ძილ-ღვიძილის საათები) დარღვევა, ანამნეზში ჩატარებული ქიმიოთერაპია და სხვა.
- რა კვლევებია საჭირო მამაკაცის შემთხვევაში?
- პირველი რიგის კვლევა გახლავთ სპერმოგრამა (სპერმოგრამა - ეაკულატის (სათესლე სითხის) გამოკვლევაა), რომლის ჩატარებას, მიღებული შედეგის სწორად შეფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ბოლო რეკომენდაციის მიხედვით, ნორმალური სპერმოგრამის პარამეტრებია:
- საჭიროა თუ არა ანალიზისთვის სპეციალური მომზადება?
- დიახ, საჭიროა სპეციალური მომზადება. ამ შემთხვევაში მამაკაცმა სქესობრივი ცხოვრებისა და მასტურბაციისგან <2 და >5 დღის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს. ამ პერიოდში რეკომენდებულია შეიზღუდოს ჭარბი ალკოჰოლი, სპეციფიკური მედიკამენტები.
სპერმოგრამის შედეგის მიხედვით განისაზღვრება სხვა დამატებითი კვლევების საჭიროება, როგორებიცაა: სათესლე ჯირკვლების ულტრასონოგრაფია, ჰორმონული ანალიზები, კარიოტიპირება, შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები და სხვა.
- შესაძლებელია თუ არა მკურნალობა და რამდენად ეფექტურია?
- მკურნალობის მენეჯმენტი (მედიკამენტური, ქირურგიული) დამოკიდებულია უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებზე, ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის სწორ და დროულ დიაგნოსტიკას. ხშირად მსუბუქი დარღვევების დროული გასწორების შემდეგ, მოკლე დროში, წყვილი ბუნებრივი გზით იღებს ორსულობას. საჭიროების შემთხვევაში მოწოდებულია ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF/ICSI), როდესაც სახეზეა: საშუალო ან მძიმე დარღევა სპერმოგრამაში, ობსტრუქციული ან არაობსტრუქციული აზოოსპერმია, ანამნეზი წარუმატებელი მედიკამენტური თერაპია, წარუმატებელი საშვილოსნოსშიდა ინსემინაციები და სხვა.
დღეისათვის, რეპროდუქტოლოგიის განვითარებამ პრაქტიკულად გადაწყვიტა წყვილის უნაყოფობის პრობლემა. თითქმის არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობები, მათ შორის მამაკაცთა უნაყოფობის თვალსაზრისით. მძიმე დარღვევების არსებობისას ინ ვიტრო (IVF/ICSI) განაყოფიერების ტექნოლოგიის გზით შესაძლებელია წყვილმა იყოლიოს საკუთრი გენეტიკური შვილი.
პროგნოზი განისაზღვრება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით, მათ შორის წამყვანია:
სპერმოგრამის დარღვევის ტიპი (მსუბუქი, საშუალო, მძიმე); უნაყოფობის ხანგრძლივობა); უნაყოფობის ტიპი (პირველადი, მეორადი); პარტნიორის (ქალი) ასაკი, მისი ფერტილიზაციის სტატუსი.
ექიმის მიერ პროგნოზის სწორად განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყვილის წარმატებაში.
ამჟამად მამაკაცის უნაყოფობის ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს გამოსავალი, მაშინაც კი, როდესაც საქმე გვაქვს აზოოსპერმიასთან (ობსტრუქციული (ეაკულატში სპერმატოზოიდები არ არსებობა). დამხმარე ქირურგიული ტექნოლოგიის გზით შესაძლებელია სათესლე ჯირკვლებიდან ან მისი დანამატიდან სპერმატოზოიდების ან მისი წარმომქმნელი უჯრედების აღება და გამოყენება, ინ ვიტრო განაყოფიერებითვის (IVF/ICSI). არაობსტრუქციული აზოოსპერმიის შემთხვევაში რეკომენდებულია სპერმ-დონაცია და ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF/ICSI).
მამაკაცის უნაყოფობის შემთხვევაში ასევე კეთდება საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია (საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია გულისხმობს ქალის საშვილოსნოში სპერმის ხელოვნურად შეყვანას), თუ არის შემდეგი ჩვენება:
გაურკვეველი გენეზის უნაყოფობა;
მსუბუქი დარღვევა სპერმოგრამაში;
გაიშვიათებული სქესობრივი კავშირი;
პოტენციის დაქვეითება.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„როდესაც ბოდიშს მოუხდი ბავშვს, მას თვალები სხვანაირად აენთება, ეს იმის საწყისია, რომ ბავშვმა მოგვისმინოს,“ - პაატა ამონაშვილი
ფსიქოლოგმა პაატა ამონაშვილმა ბავშვებისთვის ბოდიშის მოხდის სწავლების და მიტევების უნარის გამომუშავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მშობლის მაგალითი ბავშვისთვის საუკეთესო გაკვეთილია:
„ალბათ, სანამ ვინმეს ვასწავლით, ჯერ ჩვენ უნდა ვისწავლოთ. ეს აღზრდის ამოსავალი პრინციპია. იმ ოჯახებში, სადაც მშობლებმა კარგად იციან არამხოლოდ ბოდიშის მოხდა, არამედ შინაგანი მიტევების განცდაც აქვთ, ბავშვები ამას ავტომატურად ითვისებენ. მოდი, ჯერ ჩვენ ვისწავლოთ მიტევება. ხანდახან ძალიან გვიჭირს ხოლმე, რომ ვაპატიოთ, მივუტევოთ, შევუნდოთ. ეს გვიჭირს. თუ ჩვენ ვისწავლით ამას, ეს ბავშვებსაც გადაეცემათ როგორც კარგი ვირუსი. როდესაც ბოდიშს მოუხდი ბავშვს, მას თვალები სხვანაირად აენთება. ეს არის ურთიერთობის შეცვლა, ეს იმის საწყისია, რომ ბავშვმა მოგვისმინოს. თუ ვგრძნობთ, რომ ბავშვთან შევცდით, რაღაცას შევპირდით და არ გავაკეთეთ, არ არის საჭირო მიკიბ-მოკიბვა, სჯობს ბავშვს პირდაპირ ვუთხრათ და ვთხოვოთ პატიება, ბოდიში მოვუხადოთ. ეს საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ ბავშვმა თვითონაც შეძლოს იმავეს გაკეთება. “
პაატა ამონაშვილის თქმით, ბავშვისთვის ცუდი საქციელის მნიშვნელობის ახსნა საყვედურის გარეშეც შეიძლება:
„როდესაც ბავშვს საყვედურს ვეუბნებით, ვასწავლით, როგორ თქვას საყვედური. თუ არ გვინდა, რომ ბავშვებმა ჩვენგან საყვედურის თქმა ისწავლონ, ცუდი საქციელის ახსნის სხვა ფორმებიც არსებობს, მაგ. კეთილი საუბარი. დავსვათ ბავშვი, ჩავეხუტოთ, სიყვარული ავუხსნათ და მერე გავაანალიზოთ რა მოხდა, რატომ არ მოგვეწონა მისი ქცევა, რატომ გვეწყინა, რატომ არის მიუღებელი.“
„ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ბედნიერი ადამიანები ვინც არიან, იმათ უფრო ადვილად შეუძლიათ პატიება და ბოდიშის მოხდა. თუ ჩვენ შევძლებთ, რომ პატიება ვთხოვოთ სხვებს, შესაძლოა, აგვიმაღლდეს ბედნიერების დონე და ბევრი რამისგან გავთავისუფლდებით კიდეც. რაც უფრო შევძლებთ, რომ ვაპატიოთ, მით უფრო ბედნიერები ვხდებით, პირველ რიგში, ჩვენ. ურთიერთობებს კი ვარეგულირებთ, სხვებსაც ვახარებთ, მაგრამ ჩვენი შინაგანი ბედნიერების დონეც მაღლდება. ახალი წლის წინა დღეები არ არის საუკეთესო დრო, რომ თუ ვინმეზე ნაწყენები ვართ, ვაპატიოთ, თუ ვინმეს ვაწყენინეთ, წავიდეთ და ბოდიში მოვუხადოთ?! თუ ბოდიშის მოხდა გვიჭირს, შეგვიძლია წერილი დავწეროთ და ჩამოვაყალიბოთ სათქმელი. ჩამოყალიბებული აზრები უფრო კონცენტრირებულია, შეცდომებისგან თავისუფალია, შეგვიძლია წავშალოთ და თავიდან დავწეროთ. ზეპირ ლაპარაკს ვერ წაშლი, რაღაც თქვი და ამოვიდა. რაც დაწერილის სახით გვაქვს გააზრებული, ის უფრო ღრმა გააზრებაა,“ - აღნიშნულ საკითხებზე პაატა ამონაშვილმა ტელეკომპანია იმედის გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.