- რეგულარული დაბანა ყოველდღიურად, მინიმუმ ერთხელ დღეში. კრიტიკული დღეების დროს კი დაბანის რიცხვი უნდა გაიზარდოს, ყოველი პაკეტის შეცვლისას სასურველია დაბანა. თუ ქალი სქესობრივად აქტიურია, აუცილებელია სქესობრივ აქტამდე და აქტის შემდეგ დაბანა.
- ჰიგიენური პროცედურის დროს სასურველია სპეციალურად ინტიმური ზონისთვის განკუთვნილი საშუალებების გამოყენება (ინტიმ გელი, ქაფი და საპონი - უშუალოდ ინტიმური ზონისთვის განკუთვნილი).
- ზიანის მომტანია ისეთი არასაჭირო საშუალებების გამოყენება, როგორებიცაა: სარეცხი საპონი, დუშ-გელი, სოდა, შამპუნი და ა.შ. - ისინი არღვევენ ინტიმური ზონის მჟავა-ტუტოვან ბალანსს, რასაც მივყავართ აღნიშნული ზონის გაღიზიანებამდე, ინფექციური აგენტებისადმი მგრძნობელობამდე, რაც იწვევს გარეთა და შიგნითა სასქესო ორგანოების სიმშრალეს, აპროვოცირებს სოკოსა და ბაქტერიების ზრდას.
- არომატიზირებული საპნები არ წარმოადგენენ ინტიმური ჰიგიენის საშუალებას, ვინაიდან მათმა შემცველობამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.
- წყალი უნდა იყოს გამდინარე თბილი და არავითარ შემთხვევაში ცხელი (ქალებს გვიყვარს ცხელი წყლით ბანაობა, თუმცა ინტიმური ზონის დაბანა ცხელი წყლით არ არის რეკომენდებული).
- არ გამოიყენოთ ინტიმური ზონის დასაბანად ღრუბელი, ვინაიდან დასაბანი ღრუბელი წარმოადგენს მიკრობების ზრდის ადგილს, ასევე დააზიანებს ინტიმური ზონის ნაზ კანს.
- მოძრაობა - უნდა მოხდეს წინიდან უკან - ბოქვენიდან ანუსის მიმართულებით და არა პირიქით, ვინაიდან არასწორი მოძრაობით გადაიტანთ ანუსიდან საშოსკენ ნაწლავში არსებულ მიკროორგანიზმებს.
- ინტიმური ჰიგიენის დროს უპირატესობა ენიჭება შხაპის მიღებას და არა აბაზანაში ჩაწოლას. აბაზანაში ჩაწოლა ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას, რასაც მივყავართ ბაქტერიულ ვაგინიტამდე. ასევე აბაზანაში ჩაწოლა აპროვოცირებს ცისტიის განვითარებას (ნაწლავის ჩხირი - რომელიც სწორ ნაწლავსა და ანუსის სიახლოვეს ბინადრობს, შესაძლებელია გადაინაცვლოს საშოს ლორწოვანზე ან შარდსადენზე, რაც გამოიწვევს ცისტიტის განვითარებას).
- დაუშვებელია საშოს შიგნიდან გამორეცხვა (გარდა ვაგინალური სპრეის გამოყენებისა, ისიც სამედიცინო ჩვენებით).
- ოჯახის ყველა წევრს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური პირსახოცი, დაუშვებელია სხვა ოჯახის წევრების პირსახოცის გამოყენება.
- პარტნიორმაც აუცილებლად უნდა დაიცვას ინტიმური ჰიგიენის ნორმები.
- საცვლები უნდა ატარებდეს ჰაერს. სინთეტიკური მასალისგან დამზადებულმა საცვლებმა შესაძლოა, გააღიზიანოს კანი და გამოიწვიოს სასქესო ორგანოების ჩახუთვა.
- თუ კი მოგზაურობთ და არ გაქვთ დიდი ხნის განმავლობაში ჰიგინეური პროცედურების ცატარების შესაძლებლობა, გამოიყენეთ უშუალოდ ინტიმური ზონისთვის განკუთვნილი სველი ხელსახოცები.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)