დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. საქართველოში განსაკუთრებით დღესასწაულების შემდგომ აქტუალური ხდება ნაღვლის ბუშტის პრობლემები და ამ მხრივ ჩივილები - როგორიცაა: დისკომფორტი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, მუცლის შებერილობა,შეკრულობა - ფაღარათის მონაცველეობა, უსიამოვნო გამო პირის ღრუში და სხვა. რა უნდა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავირიდოთ ნაღვლის ბუშტის პრობლემები. ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.
მიუხედავად იმისა გაწუხდებთ თუ არა ზემოთ აღნიშნული ჩივილები, ყოველთვის რეკომენდებულია თქვენი სხეულის ჯანმრთელი წონის შენარჩუნება და საკვების მიღება, რომელიც შეიცავს მცირე ოდენობით ცხიმებს, არის ზომიერი კალორიულობის და მდიდარია ბოჭკოებით (მცენარეული საკვები).
ქვემოთ ჩამოთვლილია საკვები, რომელიც არ აღიზიანებს ნაღვლის ბუშტს და მოაქვს სარგებელი ჯანმრთელობისთვის:
ახალი ხილი და ბოსტნეული
მთელი მარცვლეული (მთლიანი ხორბლის პური, ყავისფერი ბრინჯი, შვრია, ქატოს ბურღულეული)
უცხიმო საქონლის ხორცი, ფრინველის ხორცი და თევზი
უცხიმო რძის პროდუქტები
რომელი საკვები უნდა შევზღუდოთ რაციონში ნაღვლის ბუშტის პრობლემების დროს? - შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ან შეზღუდოთ:
შემწვარი საკვები
მცენარეული ზეთების ჭარბი მოხმარება
საკონდიტრო ნაწარმი
ცხიამიანი წითელი ხორცი
ტრანსცხიმების შემცველი საკვები ( „სწრაფი კვება“)
ალკოჰოლი
თამბაქო
სწორი საკვების მიღება დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ ნაღვლის ბუშტის პრობლემები და ასევე შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა!
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
კატეგორიულად დაუშვებელია ალკოჰოლისა და ტკბილი გაზიანი სასმელების ერთად მიღება - როგორ დავიცვათ თავი ახალ წელს ზედმეტი კილოგრამებისგან?
მედიაპორტალი MomsEdu.geტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. როგორ დავიცვათ თავი ახალ წელს ზედმეტი კილოგრამებისგან? - ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.
კარს მოგვადგა დღესასწაულები: ახალი წელი, შობა და ა.შ. ყველას ძალიან აინტერესებს, როგორ შეიძლება თავი დავიცვათ არასასურველი კილოგრამებისგან, თან ქართველები გამოვირჩევით ესოდენ მიმზიდველი და მრავალფეროვანი კერძებით. ქართული სუფრა ნამდვილი განსაცდელია ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევართათვის. დღესასწაულებს განსაკუთრებით განიცდიან ადამიანები, რომლებიც მთელი წლის მანძილზე ცდილობდნენ ზედმეტი კილოგრამებისგან თავის დაღწევას. მომავალი დღესასწაულები ზედმეტი კილოგრამების წყაროდ რომ არ გვექცეს, სასურველია, დავიცვათ შემდეგი რეკომენდაციები.
31-ში ღამის 12 საათზე შემოვიფარგლოთ ერთმანეთისთვის სიმბოლური მილოცვით და ღამით ნუ დავაგემოვნებთ საკვებს. პირველ და ორ იანვარს ჩვენთვის საყვარელი საახალწლო სუფრის რაციონიდან დღის მანძილზე ჯერად კვებებზე გადავანაწილოთ სხვადასხვა სახეობის საკვები. სასურველია, ცომეული და ტკბილეული დღის პირველ ნახევარში დავაგემოვნოთ (იგულისხმება ერთი-ორი ნაჭერი ცომეული და ტკბილეული), ხოლო დღის მეორე ნახევრისთვის დავიტოვოთ ხორციანი საკვები, სალათები და ხილი. რაც შეეხება ალკოჰოლს, გავრცელებულია მცდარი მოსაზრება, რომ თითქოს ის არის არაკალორიული, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. განსაკთრებით ღვინო, რომელიც ყურძნისგან მზადდება, არის ნახშირწყლების საბადო. კატეგორიულად დაუშვებელია ალკოჰოლისა და ტკბილი გაზიანი სასმელების ერთად მიღება. ამ დროს ძალიან იმატებს მიღებული კალორიების რიცხვი. ალკოჰოლთან ერთად სითხე, რომელიც დასაშვებია მისაღებად, არის წყალი. ასე ვთქვათ, ორდღიანი „დიეტის დარღვევის“ მერე სასურველია, ე.წ განტვირთვის დღეს მივმართოთ, რომელიც განხილული გვაქვს წინა რუბრიკაში. დღესასწაულების შემდეგ რაც მალე დავუბრუნდებით ჯერად, დაბალანსებულ კვებას და მოვიწესრიგებთ ძილის რეჟიმს, მით უფრო ნაკლებად ვიგრძნობთ დღესასწაულებით გამოწვეულ ზედმეტ კილოგრამებს.