როდის არის საყურადღებო ჭარბოფლიანობა, რა არის მისი გამომწვევი მიზეზები და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს - ექიმი გიორგი ღოღობერიძე საჭირო რჩევებით.
რეკომენდებულია თუ არა, მაცივრიდან გამოღებული მაწონი, ხაჭო, ხილი ... მაშინვე მივცეთ პატარას
მაცივრიდან გამოღებული მაწონი, ხაჭო, ხილი ... რეკომენდებულია თუ არა, რომ მაშინვე მივცეთ პატარას? - MomsEdu.ge-ს აღნიშნულ კითხვას ოტო–რინო–ლარინგოლოგი ბერდია ბერიძე პასუხობს.
მისი თქმით, სასურველია (განსაკუთრებით ზამთარში), რომ სანამ ბავშვს მაცივრიდან გამოტანილ საკვებს მივცემთ, დავაყოვნოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მივცეთ:
„მაცივრიდან გამოტანილი პროდუქტი 10-15 წუთით უნდა დავაყოვნოთ. ეს დრო საკმარისია, რომ მაცივრიდან გამოღებული საკვების ტემპერატურა თითქმის გაუთანაბრდეს ოთახის ტემპერატურას. სასურველია (განსაკუთრებით კი ზამთარში), რომ სანამ ბავშვს მაცივრიდან გამოტანილ საკვებს მივცემთ, დავაყოვნოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მივცეთ,“ - აღნიშნავს ბერდია ბერიძე.