Baby Bag

ამერიკელმა ქალმა 9 წუთში 6 შვილი გააჩინა

ამერიკელმა ქალმა 9 წუთში 6 შვილი გააჩინა

ტეხასელმა ტელმა ჩიაკამ 9 წუთში 6 შვილი - 4 ბიჭი და 2 გოგო გააჩინა. ამის შესახებ Hindustantimes.com წერს.

ექიმების განმარტებით, იმის შანსი, რომ ქალმა ერთდროულად 6 შვილი გააჩინოს 4,7 მილიარდში ერთია. 

დედა და შვილები თავს მშვენივრად გრძნობენ. დედამ გოგოებს ზინა და ზურიელი დაარქვა, ბიჭების სახელები კი ჯერჯერობით არ მოუფიქრებია. 

შეიძლება დაინტერესდეთ

შეიძლება თუ არა პატარებისთვის ახალი კარტოფილი

შეიძლება თუ არა პატარებისთვის ახალი კარტოფილი

მაღაზიის დახლებზე უკვე გამოჩნდა ახალი კარტოფილი და კითხვა სასარგებლოა თუ არა ეს პატარა, თხელკანიანი კარტოფილები ჯანმრთელობისთვის აქტუალური გახდა. განსაკუთრებით პატარების დედებს აინტერესებთ, შეიძლება თუ არა მისი მიცემა ბავშვებისთვის. 

პასუხი ცალსახაა - ახალი კარტოფილი სწრაფი წესით არის მოყვანილი და შესაბამისად გაჯერებულია ნიტრატებით. ნიტრატი თავისთავად მავნე ნივთიერება არაა, მაგრამ კუჭნაწლავში მოხვედრის შემდეგ ის გარდაიქმნება ნიტრიტად, რაც უკვე შხამს წარმოადგენს.

ამიტომ უმჯობესია თუ ახალ კარტოფილს პატარას არ მივცემთ და ჩვენც თავს შევიკავებთ.

წაიკითხეთ სრულად