იაპონური კულტურის მიხედვით სახლში ფეხსაცმლით შესვლა არ შეიძლება. მიზეზი მარტივია. ისინი იატაკზე დამსხდარი ჭამენ და ძილითაც იატაკზე ძინავთ. ამიტომაც სახლში სისუფთავეს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. აზიაში იაპონელების მსგავსად სხვებიც იქცევიან... რაც შეეხება ევროპასა და ამერიკას, აქ ამ წესებს არავინ იცავს.
მეცნიერების მტკიცებით, სანამ ადამიანი სახლში შევა, ფეხსაცმელი გარეთ უნდა დატოვოს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ოჯახში პატარა ჰყავს.
მიზეზი მარტივია, საგარეო ფეხსაცმლის ძირზე დაახლოებით
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
როცა გარეთ დავდივართ (საზოგადოებრივ ტუალეტებში, მეტროებში, რესტორნებში...) ჩვენ გაუცნობიერებლად ისეთ რაღაცებს ვადგამთ ფეხს, რაც მილიონობით სხვადასხვა სახის ბაქტერიის მატარებელია. აღნიშნული ბაქტერიები კი განსაკუთრებით პატარებისთვის არის მავნე, რადგან მათ გაცილებით სუსტი იმუნიტეტი აქვთ, ვიდრე მოზრდილებს.
თუ შემოსასვლელში პატარა კარადას დადგამთ საგარეო ფეხსაცმელებისთვის, სახლში შესვლის წინ თქვენ არასდროს დაგავიწყდებათ ფეხზე გახდა. ამით დაზოგავთ დროსა და ენერგიას, რასაც იატაკების წმენდისას ხარჯავთ და სახლშიც არ შეიტანთ მილიონობით (ზოგიერთი სიცოცხლისთვის საშიშ) ბაქტერიას.
წყარო: themindsjournal