Baby Bag

„თუ პაციენტს კოვიდის გადატანის შემდგომ დაეწყო თავბრუსხვევა, თადარიგის დაჭერა და კვლევების ჩატარება არის სასურველი,“ - პროფესორი ეკა ხარხელაძე

„თუ პაციენტს კოვიდის გადატანის შემდგომ დაეწყო თავბრუსხვევა, თადარიგის დაჭერა და კვლევების ჩატარება არის სასურველი,“ - პროფესორი ეკა ხარხელაძე

ნეიროოტოლოგმა ეკა ხარხელმა კოვიდის შემდგომ თავბრუსხვევის განვითარების შესაძლო მიზეზებსა და ამ დროს აუცილებლად ჩასატარებელ კვლევებზე ისაუბრა:

„თუ პაციენტს ​კოვიდის გადატანის შემდგომ დაეწყო თავბრუსხვევა, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს შესწავლა, ჩატარდეს სათანადო კვლევები. თუ სმენის ჩივილი არ აქვს, რა თქმა უნდა მას აუდიომეტრია არ ჩაუტარდება, მაგრამ უნდა ჩაუტარდეს კომპიუტერული კვლევები, ვგულისხმობ ვესტიბულურს.“

ეკა ხარხელის თქმით, არსებობს პრეცედენტი, როდესაც თავბრუსხვევა წინ უძღვის სმენის დაქვეითებას:

„რაც შეეხება კითხვას, შეიძლება თუ არა შემდგომ სმენის დაქვეითება განვითარდეს,​ ასეთი პრეცედენტი არსებობს. არის შიგნითა ყურის ისეთი დაავადებები, რომელიც იწყება თავბრუსხვევით, შემდგომ ჩნდება ყურის დაგუბება, დამძიმება, სმენის დაქვეითება.“

„თავბრუსხვევა, შესაძლოა, იყოს პირველი ნიშანი, პირველი ჩივილი. შემდგომ გაჩნდეს ტინიტუსი, შემდგომ სმენის დაქვეითება. თუმცა ეს არ არის აუცილებელი, რომ ეს ყველაფერი ასე განვითარდეს. ​თადარიგის დაჭერა და კვლევების ჩატარება არის სასურველი,“ - აღნიშნულ საკითხებზე ეკა ხარხელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი- მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთელობა

„ოთხი კვირის განმავლობაში ამ სიმპტომებმა თუ არ გაიარა, ექიმს უნდა მივმართოთ,“ - თერაპევტი...
​თერაპევტმა გიორგი გვილიამ პოსტკოვიდურ პერიოდში პაციენტებში გამოვლენილი გასტროენტეროლოგიური გართულებების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თუ სიმპტომებმა ოთხი კვირის განმავლობაში არ გაიარა, პაციენტმა ექიმ...

შეიძლება დაინტერესდეთ

უნდა გავრეცხოთ თუ არა ძირს დავარდნილი საწოვარა მდუღარე წყლით?

უნდა გავრეცხოთ თუ არა ძირს დავარდნილი საწოვარა მდუღარე წყლით? - კითხვას ექიმი ლევან ხარაშვილი პასუხობს. 

მისი თქმით, საწოვარას დავარდნის შემდეგ არ არის აუცილებელი, რომ ის მდუღარე წყლით გავრეცხოთ:

,,ადუღებული წყლის დასხმით, შეიძლება ისეთი ნივთიერება გამოიყოს, რომელიც არ არის სასარგებლო ადამიანის ორგანიზმისთვის. ცხელი წყლისგან შეიძლება დადნეს ან დეფორმაციაც განიცადოს საწოვარამ. ჩვეულებრივი, გამდინარე ონკანის წყლით შეიძლება გავრეცხოთ საწოვარა და დავუბრუნოთ ბავშვს,'' - აღნიშნა ლევან ხარაშვილმა. 

ექიმის თქმით, არანაირად არ შეიძლება, ძირს დავარდნილი საწოვარა დედამ გამოივლოს პირში და შემდეგ დაუბრუნოს პატარას:

,,სამედიცინო თვალსაზრისით, მიუღებელია მსგავსი ქმედება, რადგან ადამიანის პირის ღრუ მიკრობებით ყველაზე მეტად დაბინძურებული ადგილია. ამიტომ ძირს დავარდნილს კიდევ ჩვენი მიკროფლორა დავუმატოთ და ბავშვს ჩავუდოთ, არასწორია.''

წყარო: ​,,ჯანმრთელობის ფორმულა''

წაიკითხეთ სრულად