Baby Bag

თუ ვაქცინა გადაიტანეთ ცუდად, ნიშნავს თუ არა, რომ დაავადებასაც ცუდად გადაიტანთ?

თუ ვაქცინა გადაიტანეთ ცუდად, ნიშნავს თუ არა, რომ დაავადებასაც ცუდად გადაიტანთ?

თუ ვაქცინა გადაიტანეთ ცუდად, ნიშნავს თუ არა, რომ დაავადებასაც ცუდად გადაიტანთ? - აღნიშნულ კითხვას იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, თსსუ-ის პროფესორმა დავით თელიამ უპასუხა. 

მისი თქმით, ზოგიერთი ადამიანი ვაქცინაზე რეაგირებს, ზოგიერთი არა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ვაქცინა ცუდად გადაიტანეთ, დაავადებასაც რთულად გადაიტანთ და პირიქით. 

ნახეთ ვიდეო ☝️

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგ​უფი“)

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდგომ თუ არანაირი სიმპტომი არ გაწუხებთ, ნიშნავს...
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდგომ თუ არანაირი სიმპტომი არ გაწუხებთ, ნიშნავს თუ არა ეს რომ იმუნური სისტემა არ მუშაობს? - აღნიშნულის შესახებ ექიმი ​ზაზა თელია წერს: ,,აშშ-ის და...
რა განსხვავებაა ბუნებრივ და ვაქცინით გამომუშავებულ იმუნიტეტს შორის? - პროფესორი დავით თელი...
რა განსხვავებაა ბუნებრივ და ვაქცინით გამომუშავებულ იმუნიტეტს შორის? - ამ თემაზე იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, თსსუ-ის პროფესორმა დავით თელიამ ისაუბრა:​​„რასაკვირველია, ბუნებრივი იმუნური პასუხი გაცილ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ვაქცინა გავიკეთე, ახალი ნამშობიარები ვიყავი. ისეთი ამბავი ატყდა...“ - რუსკა მაყაშვილი

„როდესაც  ვაქცინა გავიკეთე, ახალი ნამშობიარები ვიყავი. ისეთი ამბავი ატყდა...“ - რუსკა მაყაშვილი

ცნობილმა ტელეწამყვანმა რუსკა მაყაშვილმა ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ საზოგადოების მხრიდან მიღებული ნეგატიური რეაქციების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ის ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა იმის გამო, რომ ვაქცინა გაიკეთა:

„როდესაც მე გავიკეთე ვაქცინა,​ ახალი ნამშობიარები ვიყავი. დავდე ფოტო, მოვუწოდე ყველა დედას, რომ აი, ნახეთ, ქალბატონებო და გოგოებო, ავიცერი, ვარ ძალიან კარგად. ისეთი ამბავი ატყდა... ვიჯექი, ვკითხულობდი. რა თქმა უნდა, არ გავბრაზებულვარ, იმიტომ, რომ ამაზე არ უნდა გაბრაზდე.“

„ერთმა დამიწერა ღმერთის სახელით, რომ ღმერთის მაინც არ გეშინიაო?! შენი შვილები არ გეცოდებაო?! მე დავუწერე, რომ ჩემი შვილები შემეცოდებოდა, როდესაც მე არ ვიქნებოდი აცრილი-მეთქი. ისევ იმ ქალბატონმა დამიწერა: „იცინე, იცინე, ​რომ მოკვდები, მერე მე გავიცინებ...“ ის, რომ ჩიპი შევიყვანე თხევადი, ის, რომ ორ წელიწადში მე მოვკვდები, - ძალიან სერიოზული აგრესია წამოვიდა. მეუბნებოდნენ: რამდენი გადაგიხადეს? როგორ შეიძლება გაიყიდო ყველაფერზე?“ - აღნიშნულ საკითხზე რუსკა მაყაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „The Talk შოუ“ ისაუბრა.

წყარო: ​„The Talk შოუ“

წაიკითხეთ სრულად