Baby Bag

როგორ უნდა ვმართოთ კორონავირუსი უშეცდომოდ ?

როგორ უნდა ვმართოთ კორონავირუსი უშეცდომოდ ?

როგორ უნდა ვმართოთ კორონავირუსი უშეცდომოდ, როდის უნდა გაკეთდეს PCR ტესტი, როდის გავიკეთოთ კატე, რა უნდა მივიღოთ კუჭის ტკივილების დროს ? - აღნიშნულ კითხვებზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს. 

ნახეთ ვიდეო 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ დაიზაროთ და დილიდანვე სანტიმენტრი გამოიყენეთ“ - მარი მალაზონია კოვიდ-19-სა და წელის გარშემოწერილობაზე

„არ დაიზაროთ და დილიდანვე სანტიმენტრი გამოიყენეთ“ - მარი მალაზონია კოვიდ-19-სა და წელის გარშემოწერილობაზე

კოვიდ-19 და წელის გარშემოწერილობა - აღნიშნულ თემაზე საქართველოს პირველი არხის გადაცემის „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ავტორი და წამყვანი მარი მალაზონია საუბრობს. 

„​როგორც გამოცდილებამ აჩვენა, ჭარბი წონა, სიმსუქნე, მეტაბოლური გართულებები და კოვიდ-19 სახიფათო კომბინაციაა. არ დაიზაროთ და დილიდანვე სანტიმენტრი გამოიყენეთ. გაიზომეთ თქვენი წელის გარშემოწერილობა. თუ მამაკაცებს აქვთ მონაცემი 94 სმ.-დან 102 სმ.-მდე, ეს საყურადღებოა, თუ 102 სმ.-ს აღემატება თქვენი წელის გარშემოწერილობა, ეს მეტაბოლურ რისკზე მიუთითებს. ქალების შემთხვევაში, 80 სმ.-დან 88 სმ.-მდე საყურადღებო მონაცემია, 88 სმ. და ზემოთ მეტაბოლურ რისკზე მიუთითებს. ამიტომ არ გადადოთ, მიუხედავად ყველაფრისა, დაიწყეთ თქვენი ცხოვრების წესის შეფასება, შეცვალეთ თქვენი ცხოვრების წესი ისე, რომ სულ მალე თქვენი წელის გარშემოწერილობა მამაკაცების შემთხვევაში იყოს 94 სმ.-ზე ნაკლები, ხოლო ქალების შემთხვევაში, 80 სმ.-ზე ნაკლები“, - აღნიშნავს მარი მალაზონია.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად