Baby Bag

​თაფლი აუმჯობესებს მწვავე ხველას ღამით

​თაფლი აუმჯობესებს მწვავე ხველას ღამით

თაფლი აუმჯობესებს მწვავე ხველას ღამით, - ამის შესახებ ექიმი ზაზა თელია წერს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ მის პოსტს:

„ერთი სავსე ჩაის კოვზი თაფლი, რომელიც შეიძლება მივცეთ ბავშვს ძილის წინ კოფეინის შემცველი სასმელის (ჩაი) გარეშე, ამცირებს მწვავე ხველის სიხშირესა და სირთულეს ღამით, ასევე აუმჯობესებს ბავშვებისა და მათი მშობლების ძილს.

Cohen HA, et. al - ორმაგი-ბრმა, რენდომიზირებული კონტროლირებადი კვლევა.

კატეგორიულად არ შეიძლება თაფლის მიცემა 1 წლამდე ასაკის ბავშვისთვის ბოტულიზმის რისკის გამო,“ - წერს ზაზა თელია.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფ​ი“)

„2 წლამდე ასაკის ბავშვს ნუ მისცემთ თაფლს! არც ცხელ წყალში და არც ცხელ რძეში არ გაუხსნათ თა...
ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებისთვის ყურადსაღებ ინფორმაციას ავრცელებს. გთავაზობთ მის პოსტს:„ძვირფასო მშობლებო, უნდა იცოდეთ აუცილებლად, ა...

შეიძლება დაინტერესდეთ

ბავშვებში ჩუტყვავილას შემთხვევებმა მოიმატა - ზაზა თელიას რჩევები ჩუტყვავილას მკურნალობის მეთოდებთან დაკავშირებით

ბავშვებში ჩუტყვავილას შემთხვევებმა მოიმატა - ზაზა თელიას რჩევები ჩუტყვავილას მკურნალობის მეთოდებთან დაკავშირებით

დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ჩუტყვავილას მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა:

„ჩუტყვავილა ბავშვებში იწყება გამონაყრით, რასაც თან შეიძლება დაერთოს ტემპერატურა. მოზრდილებში პირიქით არის. არის ტემპერატურა, თავის ტკივილი, შემცივნება და შემდგომში შეიძლება დაერთოს გამონაყარი. გამონაყარი იწყება თავის არიდან და შემდეგ ვრცელდება ქვეევით. შეიძლება შეგვხვდეს ბუშტები და ჩირქოვანი ტიპის გამონაყარი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ქავილი. ქავილის გამო შეიძლება დარჩეს ნაწიბური. უნდა ვეცადოთ, რომ ხელით მისი მექანიკური დაზიანება არ მოხდეს.

ჩუტყვავილა მიეკუთვნება თვითგანკურნებად ინფექციას. მკურნალობა, როგორც წესი, არის სიმპტომური. თუ ტემპერატურაა მაღალი, ვსვამთ სიცხის დამწევს. ქავილის დროს ინიშნება ანტიჰისტამინური პრეპარატები, რა თქმა უნდა, დასალევი სახით. შეიძლება დაინიშნოს გარეგანი გამოყენების მალამოებიც. შხაპის მიღება შეზღუდული არ არის. ბანაობა უნდა მოხდეს თბილი წყლით.

ბავშვებში დაავადება უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე მოზრდილებში. მოზრდილებში მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად მოხდეს დიაგნოზის დადგენა. თუ დადასტურებიდან 12 საათის განმავლობაში დავიწყეთ ანტივირუსული პრეპარატის მიღება, ეს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს მიმდინარეობას. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერჯერობით გეგმიური ვაქცინაციის კალენდარში ვარიცელას აცრა არ შედის. იმედი მაქვს, მალე შევა, იმიტომ, რომ განვითარებულ ქვეყნებში 90-იანი წლებიდან უკვე დანრეგილია ვაქცინაცია,“- მოცემულ საკითხზე ზაზა თელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად