Baby Bag

კინოა და ჩია - სასარგებლოა თუ არა ბავშვებისთვის?

კინოა და ჩია - სასარგებლოა თუ არა ბავშვებისთვის?

კინოა და ჩია - სასარგებლოა თუ არა ბავშვებისთვის? - ამ თემაზე ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ ისაუბრა.

„მიუხედავად იმისა, რომ კინოა და ჩია საზოგადოებაში ცნობილია მარცვლეულად, ბურღულეულად და ხორბლის, სიმინდის, ბრინჯის და ა.შ. კატეგორიაში გაჰყავთ, სინამდვილეში არის თესლი. რას ცვლის ეს ყველაფერი? ცვლის გარკვეულწილად შემადგენლობას და მისი გამოყენების როლს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მარცვლეულსა და ბურღულეულზე, მათ სხვა დატვირთვით ვიყენებთ რაციონში, ჩია და კინოა კი გახლავთ თესლი. ორივე (ჩია და კინოა) ძალიან სასარგებლოა, მაგრამ იმის გამო, რომ სასარგებლოა, ნუ გავთამამდებით და მცირე ასაკის ბავშვებში, მათი მდგომარეობის გაუთვალისწინებლად, პედიატრთან შეთანხმების გარეშე არ ჩავრთოთ კვების რაციონში,“ - აღნიშნა მარი მალაზონიამ.
როგორც გადაცემის სტუმარმა ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ დასძინა, კინოა და ჩია სკოლის ასაკის ბავშვს შეიძლება კვირაში რამდენჯერმე შევთავაზოთ, განსაკუთრებით ჩია პერიოდულად კარგ ეფექტს გვაძლევს ნუტრიციული ყაბზობისას უჯრედისის შემადგენლობის გამო.

წყარო: ​„პირადი ექიმი მარი მალაზონია“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედებ​ის ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

რა იწვევს სიმსუქნეს ბავშვებში? - მარი მალაზონიას რეკომენდაციები

რა იწვევს სიმსუქნეს ბავშვებში? - მარი მალაზონიას რეკომენდაციები

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვების სიმსუქნის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„რა იწვევს ბავშვის სიმსუქნეს? პირველი, ეს არის ოჯახური მოდელი. მე კვებაზე ვსაუბრობ, თორემ ბევრი სხვა მიზეზიც არსებობს. აღარაფერს ვამბობ გენეტიკურ წინასწარგანწყობაზე. საოჯახო ფოტოალბომს გადაავლეთ თვალი. თუ ოჯახში, თაობიდან თაობაში არის თვალშისაცემი სიმსუქნე, გაითვალისწინეთ, რომ ეს რისკი თქვენ უკვე გაქვთ. მეორე მიზეზი არის, როდესაც თქვენს ოჯახში არის მსუყე ნადიმების ტრადიცია. ასეთ შემთხვევაში თქვენ გაქვთ ასეთი რისკი.“

„თუ თქვენს ოჯახში უყვართ გვიანი ვახშამი, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ თქვენ სისტემატურად გვიან იღვიძებთ, ტოვებთ საუზმეს და კვებას იწყებთ დღის მეორე ნახევარში, თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ თქვენ ნაკლებად ვარჯიშობთ და ნაკლები ფიზიკური აქტივობა გაქვთ, თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ ოჯახში არის კონფლიქტი, სირთულეები, სტრესი, ჩათვალეთ, რომ ამ ოჯახში ბავშვებს აქვთ მაღალი რისკი, რომ ეს მათ წონაზე აისახოს და დააგროვონ ზედმეტი კილოგრამები. თუ ბავშვს აქვს სისტემატურად შფოთვა ღამით, შეიძლება ეს აისახოს მის წონაზე,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად