Baby Bag

არის თუ არა უსაფრთხო ალუმინის ქვაბის გამოყენება?

არის თუ არა უსაფრთხო ალუმინის ქვაბის გამოყენება?

არის თუ არა უსაფრთხო ალუმინის ქვაბის გამოყენება? - ამ თემაზე ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ ისაუბრა.

„ალუმინის ქვაბში კერძების მომზადება, თერმული დამუშავება, განიხილება, როგორც რისკის შემცველი. მომინანქრებული ჭურჭელი არის არჩევანი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, როგორც პროდუქტის მომზადებისას, ასევე შენახვისას. ეს უფრო ჯანსაღი და სწორია. რაც შეეხება დამწნილებული პროდუქტებისთვის ბრკეს გაკეთებას, თუ ეს არ არის ობის შემცველი და არ არის არასწორი დამუშავების შედეგად, ჰაერთან კონტაქტის შედეგად ჩამოყალიბებული სოკოვანი შრე, მაშინ ეს არის ბუნებრივი ფერმენტაციის პროდუქტი და ამას თავად უნდა დააკვირდეთ. ძალიან ადვილად მიხვდებით, თუ ეს არის კამკამა, გამჭვირვალე პროდუქტი, მაშინ ეს საფრთხის შემცველი არ არის, ყველა დანარჩენ შემთხვევაში მას უნდა შეელიოთ,“ - აღნიშნა მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“.

წყარო: ​„პირადი ექიმი მარი მალაზონია“

ეს მჟავა შვიდი წელი რჩება ორგანიზმში და მისი სულ მცირე რაოდენობა იწვევს დაავადებას
​​გრანიტის ზედაპირიანი ალუმინის ტაფების დამზადების პროცესში ხშირად გამოიყენება პერფტოროცტანული მჟავა, რომელიც კარცენოგენად არის აღიარებული.პროფესორმა დევიდ ბონდმა გრანიტის ზედაპირიანი ტაფებისა და...

შეიძლება დაინტერესდეთ

რა იწვევს სიმსუქნეს ბავშვებში? - მარი მალაზონიას რეკომენდაციები

რა იწვევს სიმსუქნეს ბავშვებში? - მარი მალაზონიას რეკომენდაციები

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვების სიმსუქნის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„რა იწვევს ბავშვის სიმსუქნეს? პირველი, ეს არის ოჯახური მოდელი. მე კვებაზე ვსაუბრობ, თორემ ბევრი სხვა მიზეზიც არსებობს. აღარაფერს ვამბობ გენეტიკურ წინასწარგანწყობაზე. საოჯახო ფოტოალბომს გადაავლეთ თვალი. თუ ოჯახში, თაობიდან თაობაში არის თვალშისაცემი სიმსუქნე, გაითვალისწინეთ, რომ ეს რისკი თქვენ უკვე გაქვთ. მეორე მიზეზი არის, როდესაც თქვენს ოჯახში არის მსუყე ნადიმების ტრადიცია. ასეთ შემთხვევაში თქვენ გაქვთ ასეთი რისკი.“

„თუ თქვენს ოჯახში უყვართ გვიანი ვახშამი, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ თქვენ სისტემატურად გვიან იღვიძებთ, ტოვებთ საუზმეს და კვებას იწყებთ დღის მეორე ნახევარში, თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ თქვენ ნაკლებად ვარჯიშობთ და ნაკლები ფიზიკური აქტივობა გაქვთ, თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ ოჯახში არის კონფლიქტი, სირთულეები, სტრესი, ჩათვალეთ, რომ ამ ოჯახში ბავშვებს აქვთ მაღალი რისკი, რომ ეს მათ წონაზე აისახოს და დააგროვონ ზედმეტი კილოგრამები. თუ ბავშვს აქვს სისტემატურად შფოთვა ღამით, შეიძლება ეს აისახოს მის წონაზე,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად