რამდენად ხშირად უნდა გამოვცვალოთ თეთრეული და როგორ ვებრძოლოთ მტვრის ტკიპებს, - აღნიშნულ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხები მოისმინეთ გადაცემა „ექიმებში“.
შეიძლება დაინტერესდეთ
თუ საკვების მიღების დროს დავლევთ წყალს, ის ნამდვილად გააზავებს მარილმჟავას, მაგრამ... - შეიძლება თუ არა წყლის მიღება ჭამის დროს?
შეიძლება თუ არა წყლის დალევა საკვების მიღების დროს? - თემაზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.
„
ის ფაქტი, რომ თითქოს საკვების მიღების დროს წყლის დალევით წონაში მოიმატებ, ეს აბსულუტური სისულელეა, პირიქით, შეიძლება დაიკლო კიდეც. კვლევა ჩატარდა, სადაც ნახეს რომ თუ ადამიანი საკვების მიღების დროს, 12 კვირის განმავლობაში იღებდა 500 მლ სითხეს, წონაში იკლებდა. რა თქმა უნდა, წონაში კლება არ იყო მაინცდამაინც შთამბეჭდავი, მაგრამ 2 კილოგრამის დანაკარგი შეიმჩნეოდა 3 თვის განმავლობაში. ამიტომ, თუ თქვენ კვების დროს წყალს იღებთ, ამით შესაძლოა წონაშიც დაიკლოთ და შეკრულობაც მოიგვაროთ.
აქვე მინდა დავამატო, რომ ვისაც აწუხებს გასტროეზოფაგური რეფლუქსი, მაშინ წყლის მიღება საკვების მიღების დროს არ არის კარგი,“ - აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.
წყარო: ,,მთავარი დიაგნოზი''
წაიკითხეთ სრულად