Baby Bag

„როგორც კი ექიმი ეჭვს მიიტანს, რომ პაციენტი არის დამძიმების კანდიდატი და შესთავაზებს ჰოსპიტალიზაციას, პაციენტმა უნდა მოგვმართოს დაუყოვნებლივ,“ - თენგიზ ცერცვაძე

„როგორც კი ექიმი ეჭვს მიიტანს, რომ პაციენტი არის დამძიმების კანდიდატი და შესთავაზებს ჰოსპიტალიზაციას, პაციენტმა უნდა მოგვმართოს დაუყოვნებლივ,“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ კოვიდ-19-ით ინფიცირებულ ადამიანებს ურჩია, დროულად მიმართონ კლინიკებს:

„ჩვენი დღევანდელი მედიკამენტები ისეთია, რომ მათი მედიკამენტების ეფექტიანობა მაღალია დაავადების პირველი ათი დღის მანძილზე. ყველა პაციენტმა, რომელიც არის დამძიმებული ან აქვს დამძიმების რისკი, ან აქვს თანმხლები დაავადებები, ან არის ასაკოვანი, 60-65 წელს გადაცილებული, ​დამძიმების პირველივე სიმპტომებისთანავე და მაშინვე, როგორც კი ექიმი ეჭვს მიიტანს, რომ პაციენტი არის დამძიმების კანდიდატი და შესთავაზებს ჰოსპიტალიზაციას, მოგვმართოს დაუყოვნებლივ.“

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ჰოსპიტალურ სექტორს აქვს რესურსი პაციენტების დროულად მისაღებად და სამკურნალოდ:

„მიუხედავად იმისა, რომ ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთულია, მას მაინც აქვს რესურსი, რომ ის, ვინც დროზე მოგვმართავს, მიიღოს, უმკურნალოს, არ მიუშვას რეანიმაციამდე. დამძიმებული ავადმყოფები ბინაზე არ უნდა დარჩნენ. ძალიან ხშირად ისინი რჩებიან ბინაზე და კლინიკას მიმართავენ ათი დღის გასვლის შემდეგ, როდესაც მდგომარეობა იმდენად დამძიმებულია, რომ ზოგიერთი მათგანი პირდაპირ რეანიმაციაში ხვდება.“

„მთელი მსოფლიო იმედით შეჰყურებს ახალ მედიკამენტებს. ჩვენ ამაზე დიდი ხნის წინ ვსაუბრობდით. მსოფლიო ელოდება ორ უახლეს მედიკამენტს. უკვე მთავრდება კლინიკური ცდები. ვარაუდობენ, რომ დროულად მიღების შემთხვევაში, როგორც კი პაციენტს დაუსვამენ კოვიდ-19-ის დიაგნოზს, თუ მაშინვე დაიწყებს ამ აბების მიღებას, 50-დან 90%-მდე მცირდება მათი დამძიმების და ჰოსპიტალიზაციის რისკი. ვაქცინაციასთან ერთად ​ეს ორი მედიკამენტი პრაქტიკულად მოახდენს რევოლუციას პანდემიის მართვაში,“ - აღნიშნულ საკითხზე თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​ტელეკომპანია „იმედი“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

„ეს სერიოზული გარღვევაა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ - პედიატრი ივანე ჩხაიძე
​პედიატრმა ივანე ჩხაიძემ საქართველოში შემოსული მონოკლონური ანტისხეულების შესახებ ისაუბრა და კოვიდ-19-ის წინააღმდეგ აღნიშნული მედიკამენტების ეფექტიანობას გაუსვა ხაზი:„გეტყვით იმ წამლების შესახებ, რომე...