Baby Bag

„ომიკრონს, შესაძლოა, ჰქონდეს უფრო მეტად გამოხატული სიმპტომატიკა, ხველა, ყელის ტკივილი...“ - ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა

„ომიკრონს, შესაძლოა, ჰქონდეს უფრო მეტად გამოხატული სიმპტომატიკა, ხველა, ყელის ტკივილი...“ - ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა

ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ ომიკრონის დამახასიათებელ ნიშნებზე ისაუბრა:

„ომიკრონზე ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა. ხელახალი დაინფიცირების რისკები ამ შტამის დროს მაღალია. ის სწრაფად ვრცელდება. არის პოზიტიური ინფორმაციაც ომიკრონის შესახებ, რომ ის ნაკლებად აზიანებს ფილტვებს. მისი ფილტვებში გავრცელების სიჩქარე არის ათჯერ ნაკლები, ვიდრე დელტა შტამის და სხვა შტამების. ის ძირითადად ბრონქებსა და ზედა სასუნთქ გზებში ვრცელდება.“

„ომიკრონს, შესაძლოა, ჰქონდეს უფრო მეტად გამოხატული სიმპტომატიკა, ხველა, ყელის ტკივილი, მაგრამ არ განვითარდეს მძიმე ფილტვების ანთება, რაც კორონავირუსის მძიმე გართულებაა. აქედან არის ინფორმაცია, რომ ომიკრონმა, შესაძლოა, ხელი შეუწყოს პანდემიის დასასრულს,“ - აღნიშნულ საკითხე ალექსანდრე გოგინავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

გამოწერილი ნივთები და გადაფუთვით უკმაყოფილო მომხმარებლები

გამოწერილი ნივთები და გადაფუთვით უკმაყოფილო მომხმარებლები

ნარჩენები და გლობალური დათბობა პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. ამიტომაც მსოფლიო მოსახლეობის უმავლესობა ცდილობს,  რაც შეიძლება ნაკლებად დააბინძუროს პლანეტა ნარჩენებით და დედამიწა ეკოლოგიურად უფრო სუფთა გახადოს.

თუმცა სხვადასხვა კომპანიას, რომლებიც პრუდუქტებს ფუთავენ, მაინც არაფერი ეშველათ 😬

წაიკითხეთ სრულად