Baby Bag

რა იმალება ბავშვის ხშირი ავადობის მიღმა? - ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი

რა იმალება ბავშვის ხშირი ავადობის მიღმა? - ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ბავშვის ხშირი ავადობის გამომწვევ ფაქტორებზე ისაუბრა:

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ბავშვების შეფასება, როდესაც ვამბობთ, რომ ბავშვები ხშირად ავადობენ. ეს ყველაზე მეტად, რასაკვირველია, აწუხებს მშობელს. ეს არც ისე ნაკლები პრობლემაა ექიმისა და ჯანდაცვის სისტემისთვის. არ არსებობს ზუსტი დეფიცინია, რამდენჯერ უნდა იავადოს ბავშვმა, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ ის ხშირად ავადმყოფობს.“

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ხშირი ავადობის დროს ინფექცია ჩვეულებრივ მსუბუქი უნდა იყოს:

​ინფექცია, რომელიც ამ ხშირი ავადობის ირგვლივ მოიაზრება, უნდა იყოს რაც შეიძლება მსუბუქი. ის უნდა იყოს თვითლიმიტირებადი, ანუ ძირითადად ვირუსული წარმომავლობის. მას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე უნდა ართმევდეს ბავშვი თავს.“

„მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ხშირი ავადობის უკან რაღაც ფაქტორები არსებობს, რომლებიც ხშირ ავადობას განსაზღვრავენ. ამ ბავშვების დიდი ნაწილი არის პრაქტიკულად ჯანმრთელი. ხშირად მოავადე ბავშვების თითქმის ნახევარი ასეთია. ამ ბავშვების თითქმის 30 % -ს აქვს ალერგია და ატოპიური განწყობა. ალერგია და ატოპია ხშირი ავადობის ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზია. რა არის ის ფაქტორები, რის გამოც ალერგიის დროს ადამიანი უფრო ხშირად ავადობს? შესაძლოა, ბავშვს 2.5-3 წლის ასაკიდან ჰქონდეს ალერგიული რინიტი, ალერგიული ტიპის ბრონქიტი, რომელიც შეიძლება შეინიღბოს, როგორც ხშირი ინფექციები. ექიმიც და მშობელიც, შესაძლოა, ფიქრობდეს, რომ ეს არის გაციება, ამ დროს ტრიგერული ფაქტორი შეიძლება იყოს ალერგენი. თუ ბავშვი ძალიან ხშირად ავადობს, ეს ავადობა გახანგრძლივებულია და მით უმეტეს, თუ ეს სეზონურობას ემთხვევა, ექიმმა ეჭვი უნდა მიიტანოს, რომ ეს არის ალერგიული გენეზის. ასევე ავადობას განაპირობებს ქრონიკული დაავადებების არსებობა და იმუნოდეფიციტური მდგომარეობის არსებობა,“ - აღნიშნულ საკითხზე ბიძინა კულუმბეგოვმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

ხშირი გაციება ბავშვებში: როგორ მოვაგვაროთ პრობლემა? - ევგენი კომაროვსკის რჩევები მშობლებს
​ცნობილმა პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ სოციალურ ქსელში დაინტერესებული მშობლის კითხვას უპასუხა. დედა ღელავდა ბავშვის ხშირი ავადობის გამო და აღნიშნავდა, რომ მის 11 თვის შვილს გაციება და ბრონქიტი ხშირად...