როგორ მივხდეთ, ჰყოფნის თუ არა რძე ბავშვს?

როგორ მივხდეთ, ჰყოფნის თუ არა რძე ბავშვს?

დღეს ოთხშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას წარმოგიდგენთ - ლაქტაცია. როგორ მივხდეთ, ჰყოფნის თუ არა რძე ბავშვს? -ამჯერად ლაქტაციის კონსულტანტი თამუნა ლობჟანიძე ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.

ბავშვის გაჩენის შემდეგ ბევრი დედა ნერვიულობს, როგორ გრძნობს ბავშვი თავს, ჰყოფნის თუ არა რძე. ამ დროს ერთადერთი საკვები ხომ დედის რძეა. ამიტომ დედამ უნდა იცოდეს, როდისაა საჭირო დამატება.

ჩამოვთვალოთ ყველაზე ხშირი მიზეზები, როდესაც დედა ბავშვს ხელოვნურ საკვებს უმატებს:

  • ბავშვი ხშირად ტირის, მოუსვენარია
  • ბავშვს ცუდად სძინავს, ან სძინავს პატარა დროის მონაკვეთებით
  • ბავშვი ძალიან ხშირად ითხოვს ძუძუს
  • ბავშვი კუჭში გადის თხლად
  • ბავშვი სულ ძუძუზეა ჩამოკიდებული
  • ბავშვს მთელი ღამე გადაბმულად არ სძინავს
  • ბავშვი ძალიან დიდი ხანი წოვს ძუძუს
  • ბავშვი არ აკეთებს 3-საათიან შუალედს კვებებს შორის
  • ბავშვს აწუხებს გაზები, კოლიკა.


ეს ყველა მიზეზი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ბავშვს დავუმატოთ ხელოვნური საკვები. ჩამოთვლთაგან ბევრი სიტუაცია გამოსწორებადია მხოლოდ და მხოლოდ მოჭიდების და ძილის რეჟიმის შესწორებით. ძუძუზე მყოფი ბავშვები ხშირად და თხლად გადიან კუჭში და ეს ითვლება ნორმად. ასევე უნდა გავხსოვდეს, რომ ძუძუ ბავშვისთვის არაა მხოლოდ საკვები, ის უზრუნველყოფს პატარას უსაფრთხოების გრძნობას, სითბოს და სიმშვიდეს. იმისათვის, რომ გავიგოთ ნამდვილად ჰყოფნის თუ არა რძე ბავშვს, უნდა ვიმსჯელოთ წონის მატებით. თუ წონის მატება ნორმის ფარგლებშია, ე.ი., დედას აქვს რძე და ბავშვს იგი ჰყოფნის. თუ წონის მატება ნორმაზე ნაკლებია, შეგვიძლია გავიაროთ კონსულტაცია ლაქტაციის მრჩეველთან ან პედიატრთან, თუ რატომ ხდება ასე და საჭირო არის თუ არა დამატება.

სხვა შემთხვევაში დამატების მიცემა ბავშვისთვის გამოიწვევს პრობლემებს ძუძუთი კვების დროს, იმოქმედებს რძის გამომუშავებაზე და რძის რაოდენობაზე, რაც პირდაპირ მოქმედებს წარმატებულ ლაქტაციაზე. თუ დედას სურს ძუძუთი კვებოს შვილი და რაც შეიძლება დიდი ხანი (ჯანმოს რეკომენდაციაა 2 წელი და მეტი) უნდა დაუკავშირდეს ლაქტაციის კონსულტანტს და გაეცნოს სწორ ონფორმაციას.

გაეცანით ლაქტაციის კონსულტანტის, თამუნა ლობჟანიძის ბლოგს ინსტაგრამზე👇

https://bit.ly/3iW​9H2j

თუ ბავშვი სწორად მოეჭიდება ძუძუს, თქვენ არასოდეს არ დაგისკდებათ და არ დაგიზიანდებათ ძუძუს...
მედიაპორტალი MomsEdu.ge ახალ რუბრიკას წარმოგიდგენთ - ლაქტაცია. ყოველ ოთხშაბათს გაეცანით ლაქტაციის კონსულტანტის*, თამუნა ლობჟანიძე რჩევებს, მოგვწერეთ თემები, რომლებიც ყველაზე მეტად გაინტერესე...
ყველაზე მეტად გავრცელებული ​მითები ლაქტაციის შესახებ
დღეს ოთხშაბათია და ​მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას წარმოგიდგენთ - ლაქტაცია. ამჯერად ლაქტაციის კონსულტანტი, თამუნა ლობჟანიძე ლაქტაციის შესახებ მითებზე მოგ...
​ძუძუთი კვების უპირატესობები
დღეს ოთხშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას წარმოგიდგენთ - ლაქტაცია. ამჯერად ლაქტაციის კონსულტანტი თამუნა ლობჟანიძე ძუძუთი კვების უპირატესობებზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორ...