Baby Bag

ალბერ კამიუს წერილი მასწავლებელს

ალბერ კამიუს წერილი მასწავლებელს

ალბერ კამიუ დიდი ფრანგი მწერალი იყო. 1957 წელს მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში. კამიუს პატარაობისას დაეღუპა მამა და გაზარდა წერა-კითხვის უცოდინარმა დედამ, რომელიც სმენადაქვეითებული იყო. კამიუზე დიდი გავლენა მოახდინა დაწყებით სკოლაში მისმა მასწავლებელმა ლუი ჟერმენმა. ნობელის პრემიის მიღებისთანავე კამიუმ ლუი ჟერმენს ეს წერილი გაუგზავნა.

წერილი მასწავლებელს

19 ნოემბერი 1957

ძვირფასო ბატონო ჟერმენ,
ვაცადე, ამ დღეებში ჩემ გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმა ცოტა ჩაწყნარებულიყო, რათა გულის სიღრმეში თქვენთვის მოსაწერად საჭირო სიტყვები მომეძებნა.

ამ რამდენიმე დღის წინ იმაზე გაცილებით დიდი პატივი მხვდა წილად, ვიდრე ოდესმე ვისურვებდი. როდესაც ეს ამბავი მაცნობეს, პირველი ვინც გამახსენდა, დედაჩემის შემდეგ, თქვენ იყავით. თქვენ გარეშე, იმ მზრუნველი ხელის გარეშე, რომელიც პატარა საწყალ ბავშვს გამოუწოდეთ, თქვენი სწავლებისა და მაგალითის გარეშე, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა.

ამ ჯილდოს მნიშვნელობას საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ იგი საშუალებას მაძლევს, გითხრათ, რამდენს ნიშნავდით და ახლაც ნიშნავთ ჩემთვის და კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ თქვენი მცდელობები, თქვენი შრომა და თქვენი გული, უშურველად რომ ჩადეთ ამ ყველაფერში, კვლავაც ცოცხლობს თქვენს ერთ-ერთ პატარა მოსწავლეში, რომელიც, განვლილი წლების მიუხედავად, დღესაც თქვენი მადლიერი შეგირდია.
გეხვევით მთელი გულით.

წყარო: ​ნათია მასწავლებელი

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სა​ნდო წყარო“

შეიძლება დაინტერესდეთ

სიახლე და ბოლო შანსი მაძიებელი პედაგოგებისთვის - ტრენინგები 10 კრედიტისთვის

სიახლე და ბოლო შანსი მაძიებელი პედაგოგებისთვის - ტრენინგები 10 კრედიტისთვის

ახლოვდება პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდა და იმატებს დაძაბულობაც. რამდენად არის შესაძლებელი მაძიებელმა პედაგოგმა დაძლიოს 10 კრედიტზე ეს გართულებული გამოცდა, როდესაც ასეთი დიდი რაოდენობის მასალის დამოუკიდებლად დამუშავებას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება.

შესაძლებელია თუ არა გამარტივდეს ეს ჯაფა?

რა თქმა უნდა შესაძლებელია, თუ ამაში მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და საუკეთესო შედეგების მქონე მენტორი დაგეხმარებათ. თუ ის მოგაწვდით დამუშავებულ თეორიულ მასალასა და გამართულ სავარჯიშოთა კრებულს.

ეს რეალობაა! შეგიძლიათ შეიმსუბუქოთ შრომა და ბევრად უფრო მარტივად ჩააბაროთ გამოცდა 10 კრედიტზე.

10 კრედიტის მოსაპოვებელ ტრენინგზე დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ მოცემულ ბმულს: ​https://forms.gle/SrUs682n6CJR81Yz8​

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 591 504 325

R

წაიკითხეთ სრულად