Baby Bag

​დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო

​დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო

​საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება 21 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პროგრამის თანახმად, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2017-2019 წლებში ჩარიცხულ ყველა დევნილს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს.

განაცხადების შევსება მიმდინარეობს სააგენტოში, მისამართზე - ქ.თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა. ასევე შესაძლებელია სკანირებული განაცხადის (თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) გამოგზავნა სააგენტოს ოფიციალურ ელ. ფოსტაზე - [email protected]

საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამა 2016 წლიდან ხორციელდება, რომლითაც, ქვეყნის მასშტაბით, უკვე 500 - ზე მეტმა დევნილმა ისარგებლა.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: ​დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამა