„Piramida Toys“ - მეტყველების რეალისტური ბარათები

„Piramida Toys“ -  მეტყველების  რეალისტური ბარათები

გამარჯობა, მე თაკო ვარ, 30 წლის, piramida_t​oys-ს შემქმნელი და ახალგაზრდა დედა.

ისევე როგორც ყველა დედა, მეც ვზრუნავ ჩემი შვილის განათლებასა და განვითარებაზე, სწორედ ამიტომ დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის დროს, გადავწყვიტე მისთვის გამეკეთებინა მეტყველების განმავითარებელი ბარათები, რადგან ხარისხიანი რეალისტური ბარათები ვერსად ვიპოვე. ასე, უკვე თითქმის ერთი წელია piramida_toys-ს სახელით ვქმნი მეტყველების განმავითარებელ ბარათებს და სხვა რესურსებს, რომელმაც დედიკოების ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. დაარსების დღიდან გაყიდულია 10 000 ბარათზე მეტი! არჩევანშია 17 დასახელების თემატიკის ბარათი: ხილი, ბოსტნეული, ცხოველები, ემოციები, პროფესიები, ტრანსპორტი, ციფრები, ანბანი, მოქმედებები და ა.შ. ბარათების ყველა ნაკრებს მოყვება ინსტრუქცია მშობლებისთვის.

ბეჭდური რესურსების გარდა, ჩვენთან ასევე ნახავთ სრულად უსაფრთხო ხის და ნაჭრის სათამაშოებს და მონტესორულ რესურსებს, Busy წიგნებს, ალბომებს „ფხრიწებით“ ნატიფი მოტორიკის განსავითარებლად, ფერების შესასწავლ რესურსებს და ა.შ. ყველაფერი მზადდება და იფუთება სიყვარულით და მზრუნველობით, ისე როგორც საკუთარი შვილისთვის. ყველა გამომწერისთვის საჩუქარი გვაქვს, გამოგვყევი: piramida_toys ან PiramidaToys • პირამიდა.

 R.