Baby Bag

პლასმონი - პატარა გურმანების არჩევანი

პლასმონი - პატარა გურმანების არჩევანი

უკვე 120 წელია, რაც იტალიური ბრენდი პლასმონი ზრუნავს ჯანსაღი თაობების აღზრდაზე. 1902 წლიდან ბავშთა კვების პროდუქტებში ვიყენებთ საუკეთესო იტალიურ ნედლეულს:

  • 100%-ით იტალიურ ხორბალს
  • ხელით მოკრეფილ შერჩეულ ხილს
  • ღია გრუნტში მოყვანილ ბოსტნეულს

პლასმონის პროდუქციისთვის ვირჩევთ საუკეთესო ნედლეულს, ვიკლევთ მას მინდვრებიდან ქილებამდე - თქვენი პატარების მზა საკვებამდე, რათა გარანტირებულად უზურნველვყოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტები.

ხარისხი ყოველთვის იყო და არის პლასმონის მთავარი პრიორიტეტი.

ვიცით რა, რომ ბავშვთა კვებას უდიდესი ყურადღება ენიჭება, ამიტომაც მუდმივი კონტროლი ხორციელდება სამეურნეო მიწებსა და ფერმებში ინსპექტირების მეშვეობით.

ნაყოფი იზრდება დაბინძურებული ადგილებიდან შორს, ოპტიმალურად მწიფდება და გადის ექსპერტი აგრონომების მრავალჯერად შემოწმებას.

ირჩევა მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო ნედლეული, რომელთა კრეფა და შენახვა მათი დამუშავების დღემდე პესტიციდების გამოყენების გარეშე ხორციელდება.

პლასმონი - ტრადიციის, გამოცდილებისა და ხარისხის სიმბოლოს წარმოადგენს. Oasi nella Crescita® ნიშნავს გათვითცნობიერებულად გააკეთო არჩევანი მხოლოდ იმ მომწოდებლებზე, რომლებიც მკაცრი კონტროლისა და ხარისხის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებენ, ვიდრე ეს კანონით არის გათვალისწინებული.

ჩვენი ყველა პროდუქტი შექმნილი და შესწავლილია ჩვენი „კვლევა&განვითარების ჯგუფის“ მიერ. პროდუქცია ყოველდღიურად მოწმდება და გადის 10 000 ლაბორატორიულ შემოწმებას, რომ მივიღოთ უფრო მეტი უსაფრთხოების გარანტია.

პლასმონი გარდა იმისა, რომ გვთავაზობს სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციის ფართო არჩევანს, ასევე გვიზიარებს სასარგელო კერძების რეცეპტებს. გამოიწერეთ პლასმონ ჯორჯიას გვერდი, რათა მოუმზადოთ თქვენს პატარებს სრულყოფილი და მრავაფეროვანი სადილები პლასმონის პროდუქტებით.

R.

შეიძლება დაინტერესდეთ

Ikokids - ქართული ხელნაკეთი განმავითარებელი სათამაშოები დაუვიწყარი მომენტებისთვის

Ikokids - ქართული ხელნაკეთი განმავითარებელი სათამაშოები დაუვიწყარი მომენტებისთვის
ბავშვობაში ყველას გვითამაშია შტაბობანა, მაგიდის ქვეშ სახლობანა ან სამალავი მოგვიწყვია პლედებით. ეს თამაშები იყო ინსპირაცია ჩემთვის, როდესაც პირველად ჩემი უმცროსი შვილისთვის შევკერე კარავი იუთუბზე განთავსებული ვიდეოს დახმარებით. კერვა და ხელსაქმე ბავშვობიდან მიყვარდა და პირველივე ცდაზე გამომივიდა. ამ კარვით გამოწვეულმა ემოციებმა, ჩემი შვილების, ჩემთან სტუმრად მოსული ყველა ბავშვის ემოციამ და მათი მშობლების აღფრთოვანებამ გადამაწყვეტინა ჩემი ჰობი ბიზნედად მექცია. ასე შეიქმნა ​ikokids. დავიწყე კარვებით, ნელ-ნელა გავზრდე ასორტიმენტი და გავფართოვდით.
​დღეს ჩემი სახელოსნო არის ადგილი, სადაც ყოველდღე ვქმნით ჯანსაღ და ჯადოსნურ გარემოს ბავშვებისთვის - ვამზადებთ განმავითარებელ სათამაშოებს: კარვებს, კალათებს სათამაშოებისა და პატარა ნივთებისთვის, თეატრებს, დროშებს, კედლის დეკორაციებს, კარვებს თოჯინებითვის და სხვადასხვა ფორმის რბილ სათამაშოებს. ვმუშაობთ ნებისმიერი სირთულის ინდივიდუალურ შეკვეთაზე. პროდუქციაზე ვაკეთებთ პერსონალური სახელის, წარწერის, საყვარელი ზღაპრის გმირის დახატვას. არ ვიყენებთ პრინტს, ყველაფერს ვხატავთ ხელით, წყალგამძლე, ტექსტილისთვის განკუთვნილი ეკოსაღებავებით.

 

​საბავშვო პროდუქციის დამზადებისას მნიშვნელოვანი ფაქტორია პროდუქციის ხარისხი, ამიტომ ვიყენებთ, მხოლოდ 100% ბამბის, სერთიფიცირებულ ქსოვილს. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ეკოლოგიაზე ზრუნვა. ამისათვის გავაკეთეთ პატარა ზომის სათამაშოების ხაზი, რომლებსაც ჩვენი ქსოვილების ნარჩენებისგან ვკერავთ. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ სრულად გადავიდეთ უნარჩემო წარმოებაზე, ამით პატარა წვლილი შევიტანოთ ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნაში. ჩემი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი ბავშვისთვის შევქმნათ ჯანსაღი და ჯადოსნური გარემო. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია მომხარებელს შევთავაზო ადგილოვრივი წარმოების ხარისხიანი პროდუქცია და ახალგაზრდა მშობლებისთვის მარტივი და სახალისო გავხადო მშობლობა. დასახული მიზნებისკენ სვლაში მომხმარებელთა უკუკავშირი მამოტივირებს და მაძლიერებს.

R.
წაიკითხეთ სრულად