დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სკოლებისა და ბაღებისთვის გარკვეული წესები შემუშავდება. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ამ საკითხზეც მოსამზდებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„სწავლის პროცესი ჩვენთან ჩვეულებრივ სექტემბრის მეორე ნახევარში იწყება. იქამდე, რა თქმა უნდა, უკვე მიდის მოსამზადებელი სამუშაოები, რა, როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი ცნობილი გახდება, როდესაც სწავლის დაწყების დრო მოვა. რა თქმა უნდა, გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისთვისაც, ბაღებისთვისაც და ა.შ.“, - განაცხადა პაატან იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ბრიფინგზე ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორი წესებით ჩატარდეს გამოცდები.
„შექმნილია სპეციალური საბჭო განათლების სამინისტროში. მე პირადად გახლავართ ამ საბჭოს წევრი. ყველაფერი გამოცხადდება, ყველაფერი იქნება, ყველაფერი ჩატარდება მაქსიმალურად დაცულად“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
მასწავლებლის სახლი ინგლისური ენის პედაგოგებისთვის ინფორმაციას ავრცელებს
მასწავლებლის სახლი ინგლისური ენის პედაგოგებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით ხვალ, 19 ნოემბერს ინგლისური ენის მასწავლებლების ონლაინ პლატფორმა გახსნება. გთავაზობთ მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას:
„ძვირფასო ინგლისურის მასწავლებლებო,
მოხარული ვართ, 19 ნოემბერს მოგიწვიოთ ინგლისური ენის მასწავლებლების ონლაინ პლატფორმის გახსნის ცერემონიაზე.
მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება არის კოლეგების მიერ მართული ონლაინ პლატფორმა ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის. ის გთავაზობთ ფორუმებს, სადაც მასწავლებლებს შეუძლიათ ჩაერთონ სიახლეებისა და მათთვის საინტერესო თემების ირგვლივ გამართულ დისკუსიებში, გააზიარონ ცოდნა და გამოცდილება, მოახდინონ საკუთარი პრაქტიკის რეფლექსია და მიიღონ მონაწილეობა კვლევით საქმიანობაში.
ღონისძიების მსვლელობისას, ბრიტანეთის საბჭო გაძლევთ საშუალებას დაესწროთ სესიებს, რომელთაც წარუძღვებიან მსოფლიოში ცნობილი მომხსენებლები და ექსპერტ მოდერატორები ინგლისური ენის სწავლების სამყაროდან.
მთელი დღის განმავლობაში ყურადღება გამახვილდება პროფესიული პრაქტიკის ონლაინ ერთობის როლზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერასა და წახალისებაში და მასწავლებელთა საკუთარი პროფესიული განვითარების მიკუთვნებულობის ჩამოყალიბებაში.
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, დარეგისტრირდით მოცემულ ბმულზე მოკლე ონლაინ ფორმის შევსების გზით. შემდეგ მიიღებთ ავტომატურ ელ.წერილს დამატებითი ინსტრუქციებით.
სიამოვნებით გვინდა გაცნობოთ, რომ ბრიტანეთის საბჭო ამჟამად მუშაობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორულ ინიციატივაზე, რომლის ფარგლებშიც ჩვენ დავეხმარებით ინგლისურის ყველა მასწავლებელს საქართველოდან დარეგისტრირდნენ ზემოთაღნიშნულ პლატფორმაზე და მივცემთ შესაძლებლობას, განაგრძონ ონლაინ უწყვეტი პროფესიული განვითარება თავიანთ მუნიციპალურ და ქვეყნის ჯგუფებში.
ინიციატივის შესახებ დეტალურ ინფორმაციას პარტნიორი ორგანიზაციები უახლოეს მომავალში გაასაჯაროვებენ. მანამდე, გთხოვთ დაესწარით ჩვენს ღონისძიებას და გაიზიარეთ ჩვენი პროფესიული დღესასწაული.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საქართველოს ბრიტანეთის საბჭოს ოფისს [email protected].“ - აღნიშულია მასწავლებლის სახლის მიერ გავრცეულებულ ინფორმაციაში.